ევროპელიდა ამერიკელი ბავშვები, სარძევე კბილს რომ მოიცვლიან, ძილის წინ ბალიშის ქვეშ დებენ. დილით იქ მონეტას ან პაწაწინა საჩუქარს პოულობენ. კბილი კი ქრება –„კბილის ფერიას“ მიაქვს. ინტერნეტში „კბილის ფერიას“ შესახებ სპეციალურ საიტს იპოვით ,ფილმებსაც, სტატიებსაც ინგლისურ ვიკიპედიაში. ესპანეთში კი მის როლს თაგუნა Ratoncito Pérez ასრულებს. როგორც ჩანს თაგვს უფრო მაგარი და ბასრი კბილები აქვს. ჩვენში კი ასე იციან – პირველი მოცვლილი კიჭი თაგუნას წილია. თან ამბობენ: “თაგვო, ჩემი ცუდი კბილი შენ, შენი კარგი კბილი მე“, და კბილს სახურავზე მოისვრიან. ამას თუ გააკეთებ, ახალი კბილი კარგი და ჯანმრთელი ამოვა. აი ასე.
ჩემი მეგობრის შვილს, პატარა ლუკას, დუეინ ჯონსონის მიერ განსახიერებული გმირი ფილმში „კბილის ფერია“ ისე მოსწონს, რომ ელოდება როდის გახდება 6 წლის, კბილს რომ მოიცვლის, მერე ასეთი ფერია მასაც აუცილებლად ეწვევა გაგრძელება
--------------------------------------------------------------------------------
დედის რძე საუკეთესო საკვებია ჩვილისთვის. რაშია სიცოცხლის ამ ელექსირის საიდუმლო?
ყველა დედიკოს სურს, რომ მისი შვილი გაიზარდოს ჯანმრთელი, ჭკვიანი და ლამაზი. მეცნიერულად დადგენილია, რომ დედის რძის ყოველი წვეთი შეიცავს იმუნიტეტს და ინტელექტს. მისი ფორმულა ჭეშმარიტად უნიკალურია, სარგებლობა კი შეუფასებელი.
დედის რძე საუკეთესო საკვებია ბავშვისთვის და მარტო იმიტომ არა, რომ ყველაზე მეტად უხდება პატარას საჭმლისმომნელებელ სისტემას. ის ჩვილს იცავს ავადმყოფობისგან და ჯანმრთელობას ამყარებს გაგრძელება
--------------------------------------------------------------------------------
ჩვენს პატარას ტკბილად რომ ეძინოს, რას იტყვით, მისი საძინებელი როგორც წესი და რიგია ისე რომ მოვაწყოთ? ძილი ხომ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პატარებს გაცილებით დიდხანს სძინავთ, ვიდრე უფროსებს. ძილის დროს ისვენებს არა მარტო სხეული, არამედ გონებაც. გრძნობის ორგანოები კი (მხედველობა, სმენა, ყნოსვა) ნაწილობრივ ითიშება. ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვის საძინებელი ოთახი სწორად იყოს ორგანიზებული. თუ ბავშვს ხმაურში დაძინება უწევს, (ტელევიზორის თუ უფროსების ლაპარაკის ფონზე), ის ნაწილობრივ მაინც აღიქვამს იმას, რაც ირგვლივ ხდება. მაშასადამე, ნაკლებად ისვენებს. თუ პატარას ანთებულ შუქში სძინავს, მისი მხედველობა იძაბება. ხოლო თუ უხეშ თეთრეულში უწევს წოლა გაგრძელება
--------------------------------------------------------------------------------
ვიტამინები
ორსულობისა და ბავშვის ძუძუთი კვების დროს ქალის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მოთხოვნილება ორმაგად იზრდება და ამის ანაზღაურება შეუძლებელია ზაფხულში და შემოდგომაზეც კი, როცა ახალი ხილი და ბოსტნეული შემოდის. იმისათვის, რომ ორსულმა ვიტამინ C-ს დღიური ნორმა (70მგ) მიიღოს, უნდა მიირთვას ხუთი ლიმონი ან დალიოს 15 ჭიქა ვაშლის წვენი, ხოლო ვიტამინი B1 (1,5მგ) - ყოველდღე უნდა ჭამოს ნახევარი კგ ხორცი გაგრძელება
--------------------------------------------------------------------------------
"მე მინდა ჩემი შვილი ჯანმრთელი და ძლიერი გაიზარდოს!" – ამას ამბობს ყველა მშობელი. მაგრამ პაწაწინას იმუნიტეტი ხომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და ზოგჯერ ავადაც გვიხდება. გაცივება, ვირუსები, რაქიტი, გაზები, დიათეზი თუ ბევრი სხვა რამ პატარებს ხშირად აწუხებთ. როგორც გამოცდილი ადამიანები ამბობენ, მშობლების დროული ჩარევით ამის თავიდან აცილება მეტნაკლებად შესაძლებელია.
გაზაფხულზე პატარა ხშირად ცივდება. ამ დროს სხვადასხვა ინფექციები და ვირუსებიც მძვინვარებს. ერთი შეხედვით პრაქტიკულად შეუძლებელია ბავშვი ავარიდოთ ამ უსიამოვნებებს, თუმცა არსებობს მარტივი წესები, რომელთა დაცვაც ხშირად დადებით შედეგს იღებს.გაგრძელება
--------------------------------------------------------------------------------
პედიატრებიჩვილის ცხოვრების პირველ წელიწადს რომ მეოთხედებად ყოფენ, შემთხვევითი სულაც არაა. ყოველ სამ თვეში ბავშვის ორგანიზმი განვითარების მორიგ საფეხურს გადალახავს. თუკი პირველ ორ მეოთხედში ეს მეტნაკლებად მდორედ მიედინება, მესამეს ბოლოსკენ ხარისხობრივი ნახტომი აღინიშნება. ჩვენი პატარა სულ უფრო აქტიური ხდება - ახლა ხომ მას თვალს ვერ მოაშორებ. უკვე მეცხრე თვიდან გარკვეული სირთულეები იჩენს თავს გასეირნებისას. ბავშვს ჯერ არ შეუძლია სიარული, მაგრამ დიდხანს ეტლში წოლაც აღარ მოსწონს. და არც არის საჭირო: იმიტომ რომ გარეთ მას უკვე არა მარტო სძინავს, არამედ ფხიზლადაც ადევნებს თვალს გარშემო რა ხდება. თუმცა, როცა ზის, ცნობისმოყვარე და მოუსვენარი პატარა, შიძლება უცებ გადაიხაროს და ადვილად გადმოვარდეს გაგრძელება
--------------------------------------------------------------------------------
დიათეზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მიეკუთვნება კანის ალერგიული რეაქციების სახეობებს. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს თანდაყოლილი ალეგია ამა თუ იმ ნივთიერებებზე, ფერმენტებზე და სხვა. თუმცა უმეტეს შემთხვევაში პატარას დიათეზი უვითარდება მის მენიუში “უფროსების” კვების პროდუქტების არასწორი შეტანისას.
ამიტომ ფრთხილად და ნელნელა უნდა გავასინჯოთ ჩვენს ბაიას ყველა “უცხო ხილი” და ყურადღებით დავაკვირდეთ ახალ საკვებზე მცირედ რეაქციასას კი. დიათეზზე ოდნავი დაეჭვებისთანავე გარკვეული დროის მანძილზე უარი უნდა ვთქვათ კვების დამატებაზე. აჯობებს დავიწყოთ ნაკლებად ალერგიული პროდუქტებით, როგორიცაა ყაბახი, ბროკოლი გაგრძელება
--------------------------------------------------------------------------------
მოგეხსენებათ, ჩვილის ორგანიზმში ვიტამინ D –ს ნაკლებობა იწვევს რაქიტს. ეს პრობლემა ჩვენს პატარას რომ არ შეეხოს, საჭიროა მისი დროული და გონივრული პროფილაქტიკა.
რაქიტი გამოწვეულია D ვიტამინისა და მზის სხივების უკმარისობით, იწვევს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლას, რის გამოც ირღვევა ძვლების მინერალიზაცია. ავადდებიან ბავშვები ერთი–სამი წლის ასაკში (უპირატესად ზამთრის პერიოდში).
პირველ რიგში მომავალი დედა ორსულობის პერიოდში აუცილებლად სწორად უნდა იკვებებოდეს, მიიღოს ვიტამინების კომპლექსი და რაც შეიძლება ხშირად ისეირნოს სუფთა ჰაერზე. გაცილებით იშვიათად ავადდებიან რაქიტით “ძუძუს ბავშვები”. ჰოდა, დედიკოებო, თქვენსავე ინტერესებში შედის, მაქსიმალურად გაიხანგრძლივოთ ლაქტაცია. გაგრძელება
|
|
|
|