ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ხალხური ზღაპრები
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 

   იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბიჭი. დედა ადრე მოუკვდა და მამამ მეორე ცოლი მოიყვანა. დედინაცვალი ერთი ავი და აშარი ქალი გამოდგა. გერს მუდამ სცემდა და ცეცხლის კალოში აყენებდა.

   ბიჭს ერთი ხარი ჰყავდა, სახელად წიქარა, რომელიც ძალიან უყვარდა. ყოველდღე მინდორში დაჰყავდა. დაბინდებამდე აძოვებდა, აბანავებდა, ჩრდილში ასვენებდა, რომ სიცხეს არ შეეწუხებინა და მისი მოვლით თვითონაც ერთობოდა.

   დედინაცვალი კი არა ცხრებოდა, გერის თავიდან მოშორება უნდოდა. სხვაფრივ რომ ვერას გახდა, ადგა და ერთხელ თავი მოიავადმყოფა, დაიწყო ტყუილი კვნესა და გმინვა. ქმარმა ჰკითხა:

 - რა გიშველისო?

- წიქარას გულ-ღვიძლის გარდა ვერაფერი მომარჩენსო, - უთხრა ქალმა. იცოდა, წიქარას დაკვლა ბიჭს დარდით დაასნეულებდა და ბოლოს მოუღებდა. მამა შეწუხდა ამ სიტყვების გაგონებაზე, მაგრამ რას იზამდა, ქალი რომ ლოგინიდან აღარა დგებოდა, გადაწყვიტა, დაეკლა წიქარა. გაგრძელება

 
------------------------------------------------------------------------------------------------ 
 

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ სოფელში ერთი ალალ-მართალი და გამრჯე კაცი ცხოვრობდა. ერთი ძროხა ჰყავდა და საბალახოდ უშვებდა. ძროხას იმ არე-მარეში ყველა ნადირი იცნობდა და პატრონის შიშით ახლოს არცერთი არ ეკარებოდა. კაცი არხეინად იჯდა შინ, თლიდა კომბლებს და ჭერში აწყობდა. ამიტომ ხალხიც სახელად კომბლეს ეძახოდა.

   ერთ წელიწადს ძროხა ბერწად დარჩა. კომბლემ იფიქრა, ამ ბერწ ძროხას რა უნდა გამოვრჩე, მოდი, გავყიდი და სამაგიეროდ ცხვრებს ვიყიდი, სხვა თუ არაფერი, გაზაფხულზე მატყლს მაინც გავპარსავო.

   წაიყვანა ძროხა ბაზრობაზე და აატარ-ჩაატარა. ბერწი ძროხა, რა თქმა უნდა, მსუქანიც იქნებოდა და ყასბებს დანახვისთანავე თვალები ზედ დარჩათ, მაგრამ ფასის მიცემა დაენანათ და ერთმანეთში მოილაპარაკეს, მოდი ამ ტეტიას შარი მოვდოთ და თხის ფასად გავაყიდინოთო. გაგრძელება

  

------------------------------------------------------------------------------------------------ 
 

» სიზმარა

ერთი ყმაწვილი იყო და დედინაცვალი ჰყავდა. ერთხელ დედინაცვალმა პური გაფინა გასაშრობად და გერი გვერდით მიუსვა. ყმაწვილს დაეძინა. პურს ქათმები მიესივნენ და კენკვა დაუწყეს. დედინაცვალი გაჯავრდა, გერს სცემა.

- რა ეშმაკმა დაგაძინა, პური შეჭამეს ქათმებმაო!

- დედი, დედი! მაცალე რა გითხრაო!

- რაო? - ჰკითხა დედინაცვალმა.

- ძილმა წამიღო, ბურანმა: ცალი ფეხი ბაღდადს მედგა, ცალი - ბაღდადის ბოლოსა; აქეთ მზე მეჯდა, იქით - მთვარე, შუქურვარსკვლავი ხელ-პირს მაბანინებდაო.

დედინაცვალს სიზმარი მოეწონა, სტაცა გერს ხელი და უთხრა:

- მომეცი ჩქარა ეგ სიზმარი!

- ეს ხომ სიზმარი იყო, აბა, რა მოგცეო?

დედინაცვალმა სცემა და გააგდო ეს სიზმარა. წავიდა, იარა, ხელმწიფის კარს მიადგა.

- რას დადიხარ, ბიჭო, რას ეძებ? - ჰკითხა ხელმწიფემ.

- ასე და ასე იყო ჩემი საქმე, დედინაცვალმა მცემა და გამომაგდოო, - მოახსენა ყმაწვილმა და სიზმარი უამბო ხელმწიფეს.

ხელმწიფესაც მოეწონა ეს სიზმარი და უბრძანა: გაგრძელება

 
------------------------------------------------------------------------------------------------ 
 
 
 
 
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE