"ფუფი ნუფი" აწარმოებს ექსკლუზიურ ქართულ საბავშვო პროდუქციას: თეთრეულის ნაკრებს, საბნებს, პლედებს, ბალიშებს, პირსახოცებს, წინსაფრებს, ზეწრების ნაკრებებს, სახვევებს, ახალშობილის პერანგებს და სხვა.
ჩვენს მიერ შექმნილი პროდუქცია დამზადებულია 100% ბამბის ქსოვილისაგან: ჩითი, სატინა, მიტკალი, ბამბაზია, ჟატი. საბნებისა და ბალიშების შიგთავსი არის ანტიალერგიული სინთიპონის მასალის.
"ფუფი ნუფის" პროდუქციის დეკორისთვის გამოყენებული ხელნაკეთი აპლიკაციები, ნაქარგობები და რელიეფური გამოსახულებები შესრულებულია ბამბის ქსოვილისაგან და მულინის ძაფით. დიზაინი "ფუფი ნუფი"
„ფუფი ნუფის“ საბავშვო საიტი
ჩვენი საიტის მიზანია იყოს საინტერესო საკითხავი და გასართობი ბავშვებისთვის და მშობლებისთვის.
ყველა ბავშვი მუდმივად სრულყოფს სამყაროზე თავის წარმოდგენას და ხდება უფრო დამოუკიდებელი. ამაში უდიდეს როლს ასრულებს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და ასევე გარემო, სადაც იზრდება. მოდით, ვეცადოთ ეს გარემო უფრო მდიდარი და საინტერესო გავხადოთ. ჩვენს პატარებს წავუკითხოთ და შევაყვაროთ წიგნები, ვასწავლოთ ხატვა, მუსიკის სიყვარული, დედიკო და მამიკოსთან ერთად გემრიელი საჭმელების მომზადებაც, ვითამაშოთ მათთან ერთად, ვაჩვენოთ ბავშვს ცნობილი ნახატების რეპროდუქციები, ვატაროთ გამოფენებზე, მუზეუმებში და ყურადღება მივაქცევინოთ ნებისმიერ საინტერესო წვრილმანზე ქუჩაში.
ერთი სიტყვით, ვეცადოთ კარგი ქართველები გაიზარდონ, იცოდნენ სამშობლოს, მეგობრების სიყვარული და მშობლების პატივისცემა.
"ფუფი ნუფი"-ს საბავშვო საიტი არსებობს იმისთვის, რომ დედიკოებმა და მამიკოებმა ბავშვებთან ერთად, სიყვარულით, ჩვენი პატარების კეთილი და ღირსეული მომავლისთვის ვიზრუნოთ.
ფუფი ნუფი პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალისაბავშვო ლიტერატურა. გიყვარდეს საქართველო!