» ძილისა
დავწვები, დამეძინება,
პირჯვარი დამეწერება,
ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი
სულ თავთით დამესვენება.
» გათვლები
"გზაზე მიდის ურემი,
მას გაუტყდა უღელი,
აბა მითხარ რამდენი
დასჭირდება ლურსმანი."
“ნაირ-ნაირები,
ჭიქა- საინები,
ნემსები და მახათები,
მოხატული ქაღალდები,
ნარმა, მიტკალი,
რა გინდა, მითხარი.”
"მგელობანას ვთამაშობდი,
პირველ დღესა ველი,
ვინც პირველი გავა,
ის იქნება მგელი.”
“ტაშტი გატყდა
ხმა გავარდა,
მეზობლისას გადავარდა,
შენ თუ მე,
თვალი დახუჭე.”
“ანეკი, ბანეკი,
თვრამეტი, ცხრამეტი, ოცი,
ლობიო და ხორცი,
შეჭამე და მორჩი.”
"ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი ბა,
გა- ვი- და.”
ენის გასატეხი
“თეთრი თხა გავათხათეთრე.”
“საყდარშია თეთრი მტრედი
ფრთა თეთრი და ფრთა ფარფატი.”
“რიონი ნარიონალში,
ნიორი ნანიორალში.”
“რას მიცინი, რას მიკრიჭი,
რას მეკრიჭისკრიმანჭულები?”
“კაპარჭინა გურიშვილი,
გური კაპარჭინაშვილი,
ჯავახია, ჯოხიშვილი,
ჯოხი ჯავახიაშვილი.”
“ალი ხე, მალი ხე, სილიხე,
სიკინჭილიხე.
ხე-ვასური, ვარვალახე,
მარიამხე, კვაწარახე.”
ქართული ხალხური პოეზია VIII ტ. (მეცნიერება, თბ., 1979)
|