ფრანგული კრეპი French Crepes
საჭირო ინგრედიენტები:
500 გრ. ფქვილი
6 ც. კვერცხი
1 ლ. რძე
100 გრ. კარაქი
2 ს.კ ზეთი
1 ჩ.კ მარილი
თქვენი სურვილის მიხედვით შეარჩიეთ შიგთავსი შემდეგი დაწყვილებით:
ყველი და ლორი,
ბანანი და ნუტელა,
ატამი და კარამელი,
კვერცხი და ყველი,
ვაშლი და ლიმონი.
რაოდენობა განსაზღვრეთ თვალის ზომით.
28სმ. დიამეტრის ფორმაზე, ერთი პორციიდან გამოდის 12 კრეპი.
მომზადების წესი:
1. ფქვილში ჩავამატოთ მარილი, ზეთი, თანდათან მოურიოთ და ნელ-ნელა დავამატოთ რძე, სანამ კარგად არ გაიხსნება.
2. ცალკე ჭურჭელში მსუბუქად გავთქვიფოთ კვერცხი და გათქვეფილი მასა თანდათან დავუმატოთ ფქვილის და რძის ნაერთს. ბოლოს კი ჩავასხათ გამდნარი და გაგრილებული კარაქი. კარგად მოურიოთ ისე რომ არცერთი ცომის ბურთულა არ ქონდეს.
3. ცხელ ტაფაზე წავუსვათ ზეთი და დავასხათ ცომი. სწრაფი მოძრაობით გადავანაწილოთ ცომი მთელ ტაფაზე. როდესაც ზედაპირი მოშრება გადავაბრუნოთ.
4. ნახევარ ცომზე დავაყაროთ ჩვენთვის სასურველი შიგთავსი. (ამ შემთხვევაში
ვაყრით ყველს და ლორს). გადმოვკეცავთ ცომს და დავფარავთ გულსართს. კრეპი მიიღებს ნახევარ მთვარის ფორმას. შუაში ოდნავ ჩავზნიქავთ ხის ჯოხით და ისევ გადავკეცავთ. კრეპიც მზად არის !
სუფრაზე მიტანის წინ შეგიძლიათ გააფორმოთ ზემოდან უკვე გამზადებული კრეპი
რჩევა: * ატმის და კარამელის დროს ჯერ ვაყრით ატამს და ზემოდან ვასხამთ კარამელს.
ნუტელას შიგთავსი: ჯერ ვუსვამთ ნახევარ ცომზე ნუტელას შემდეგ გაანაწილეთ ბანანი.
შენიშვნა: პირველ სურათზე არის ატმის და კარამელის კრეპი, ბოლო სურათზე კი ყველი და ლორის კრეპი.
|