ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      მშობლებისთვის      უცხო ამბები
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
დისნეიმშექმნა ახალი მულტფილმი "რაპუნცელი", რომელიც ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის კონოთეატრებში 2010 წლის 24 ნოემბრიდან გავა. რაპუნცელი და ფლინ რაიდერი არიან ახალი ზღაპრის მხიარული პერსონაჟები. დახლართული ამბავისათავგადასავლო, თბილი, იუმორით სავსე ამბავია, თანაც ბევრი, ძალიან ბევრი თმით...

ფილმს ახმოვანებენ: მენდი მურირაპუნცელი, ზაქარი ლევიფლინ რაიდერი, დონა მერფიდედა გოთელი, რონ პერლმენი, ჯეფრი ტამბორი და ბრედ გარეტი.

გულად ჩხუბისთავს და ნიჭიერ მხედარს ფლინ რაიდერს შეუძლია ყველანაირი სიტუაციიდან თავის დაძვრენა თავისი ელვარე ღიმილით. ყაჩაღი ფლინი ფულს და თავისუფლებას დაეძებს შორეულ მხარეში. სულ ვიღაც დასდევს დასაჭერად, ის კი მუდამ გარბის... გაგრძელება
 
 
------------------------------------------------------------------------------------- 
 
 
   ნიუ-ორკში, მედისონ ავენიუზე „ბერლინგტონის სათამაშოები“ საკოლექციო სათამაშოების მაღაზია გახლავთ. ნახევარსარდაფის ტიპის ფარდული მართლა საოცრებათა ქვეყანაა სავსე საკოლექციო თოჯინებით  ჯარისკაცებით, კოსმოსური ხომალდებით, რობოტებითა და მინიატურული მატარებლებით. მაღაზიის მფლობელი სტივ ბალკინი 72 წლისაა, რომელიც დღემდე დიდი ენთუზიაზმით უძღვება საქმეს და თავადაც ქმნის სათამაშოებს. მე უკანასკნელი მოჰიკანი ვარ“– ამბობს ის საკუთარი საქმიანობის შესახებ. „ჩემი საქმის ბედი ბეწვზე კიდია“. ამაში კი ის თანამედროვე ეკონომიკას, eBay-სა და მოკვდავ ადამიანებს (მისი ერთგული მომხმარებლები ცოცხალი თითქმის აღარავინაა) ადანაშაულებს. პაწაწინა ჯარისკაცები, „ბერლინგტონის სათამაშოებისვარსკვლავები, მედისონ ავენიუს 1082 მიწისქვეშა მაღაზიაში ხელუხლებლად შემონახულა, მაგრამ ცოტა ხნის წინ თურმე ბოილერი გასკდა დაჰერმანის პაწაწინა თოჯინებიცხელი წყლის კასკადმა დააზიანა გაგრძელება
 
 
 
------------------------------------------------------------------------------------- 
 
   "ვინსენტი და კამილა" - ახალი საბავშვო წიგნი
ევროპელი ბავშვები 2010 წლის  1 ოქტომბრიდან გაიცნობენ ახალ საბავშო წიგნს „ვინსენტი და კამილა“. წიგნი ეთდროულად გამოვა ინგლისურ, ჰოლანდიურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. წიგნის ავტორია რენე ვან ბლერკი, მხატვარი ვუტერ ტულპი.
დიდი ინტერესით ველოდები ამ წიგნის შესახებ ახალ ამბებს. ჯერჯერობით ინტერნეტში მხოლოდ ეს ინფორმაცია მოიპოვება.
 
 
 
-------------------------------------------------------------------------------------  
 
  
სპორტი მნიშვნელოვანია ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის

   ილინოისის უნივერსიტეტის ამერიკელმა ფსიქოლოგებმა, პროფესორ კრამერის ხელმძღვანელობით, აღმოაჩინეს, რომ  ის ბავშვები, რომლებიც სპორტს მისდევენ გონებრივად გაცილებით განვითარებულები არიან, ვიდრე მათი არასპორტული თანატოლები.

ახალი გამოკვლევა  გამოქვეყნდა ჟურნალში Brain Research-ში.

ექსპერიმენტში მონაწილეობდა 9-10 წლის 49 ბავშვი. კვლევა კი ტარდებოდა მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის დახმარებით. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ფიზიკურად ვარჯიშობენ ჰიპოკამპის, ანუ ტვინის იმ ნაწილის მოცულობა, რომელიც მეხსიერებას და სივრცულ აზროვნებას ავითარებს 12%-ით მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც სპორტს არ მისდევენ. რაც უფრო დიდია ჰიპოკამპი, მით უფრო უადვილდებათ ბავშვებს სხვადასხვა ინფორმაციის დამახსოვრება. მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ ბავშვებში ფიზიკური დატვირთვა პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს გონებრივ განვითარებაზე და მშობლებს მოუწოდებენ იზრუნონ თავიანთი შვილების ფიზიკურ აქტივობაზე.
© ქართული თარგმანი puphynuphy.ge
2010 სექტემბერი------------------------------------------------------------------------------------- 
 

   "პატარა მონე"

   ამას წინათ ინტერნეტში სრულიად შემთხვევით წავაწყდი პატარა მხატვრის კიერონ ვილიამსონის საიტს. და გავოცდი. ის არის 8 წლის ბიჭი, რომელიც უკვე დასრულებული მხატვარია, ოსტატი, შედევრებს ქმნის, თანაც სპეციალური მომზადებისა და სწავლების გარეშე. ერთ მშვენიერ დღეს ხელში ფუნჯი აიღო და დაიწყო ხატვა... მას ხელოვნების ყველა ექსპერტი ერთხმად უწოდებს „პატარა მონეს“! კიერონ ვილიამსონმა ცოტა ხნის წინ აუქციონზე სულ რაღაც ნახევარ საათში საკუთარი ნამუშევრების კოლექცია (33 სურათი) არც მეტი, არც ნაკლები, 150 000  ფუნტ სტერლინგად გაყიდა.

   კიერონ ვილიამსონი დაიბადა 2002 წლის 4 აგვისტოს ინგლისში, ქალაქ ნორფოლკში. 5 წლის რომ გახდა მშობლებმა სახატავი მოწყობილობა უყიდეს. ბიჭუნამ ძალიან მალე საკმაოდ კარგი პეიზაჟების ხატვა დაიწყო. მართალია, თავიდან კიერონს თავის თანატოლების მსგავსად ხატვას ველოსიპედის ტარება ან მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაში ერჩივნა. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც კიერონი ოჯახთან ერთად კორნუოლში ჩავიდა. ამ ქალაქში მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქალაქის ნავსადგურის ხედებმა. და კიერონი გემების, ნავების ხატვამ გაიტაცა. ნორფოლკში დაბრუნების შემდეგ კი უფრო გულმოდგინეთ განაგრძო ხატვა.

ამჟამად კიერონი ყოველ დილას ადრე დგება და ხატავს, მერე სკოლაში მიდის, გაკვეთილების შემდეგ კი კვლავ სახატავს უბრუნდება. საკუთარ ნამუშევრებში იყენებს აკვარელს, აკრილს, უკვე ზეთის საღებავებსაც.

   კიერონმა აკვარელით ხატვა ადგილობრივ მხატვართან ბრაიან რაიდერთან შეიწავლა, თანაც ყველაზე პატარა მოწაფე იყო კურსზე. კიერონს უდიდესი დახმარება გაუწია ასევე ტონი გერნერმა, რომელმაც სპეციალურად მისთვის რამდენჯერმე ჩაატარა სემინარები და პრაქტიკუმები პასტელით ხატვაში.

   პირველად პატარა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა ნორფოლკის ადგილობრივ გალერეაში 2 წლის წინ მოეწყო, და უკვე მაშინვე გაიყიდა მისი 12 ნამუშევარი 17 000 დოლარად.

   დღეს კი კიერონ ვილიამსონის ნამუშევრების საშუალო ფასი 3-4 000 ფუნტია. მისი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი არის „დილა მორსტონში“, რომელიც 12 500 დოლარად გაიყიდა. უკვე დღეს კიერონის ახალი ნამუშევრების შეძენას დაახლოებით 3000 ადამიანი ელოდება. ყველას სურს პატარა გენიოსის სურათი საკუთარ კოლექციაში ჰქონდეს. ბავშვი საშუალოდ დაახლოებით 6 სურათს ხატავს კვირაში.  

© ქართული თარგმანი puphynuphy.ge
2010 სექტემბერი
 
 
 
------------------------------------------------------------------------------------- 
 
 
 
   სპილოს ჭიანჭველის ეშინია?

წარმოგიდგენიათ, მსოფლიოში უდიდეს ხმელეთის  ცხოველსაფრიკულ სპილოს, თურმე ყველაზე პატარა მწერისციცქნა ჭიანჭველის ეშინია!

მკვლევარებმა განსაცვიფრებელი აღმოჩენა გააკეთეს, თანაც შემთხვევით, აღმოსავლეთ აფრიკის სავანას ეკოსისტემის გამოკვლევის დროს. ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა ტოდ პალმერმა და მისმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ იმ დროს როცა მშიერი ცხოველები ხარბად შეექცეოდნენ მცენარეებს, რატომღაც აკაციის ერთერთი სახეობისგანაკაცია დრეპანოლობიუმითავს შორს იჭერდნენ. ზუსტი გამოკვლევის შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხეებზე ჭიანჭველების მთელი ჯარი იყო შესეული!

რომ გაერკვიათ მართლა შინებდნენ თუ არა ჭიანჭველები სპილოებს, მკვლევართა გუნდმა სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩაატარა. რამდენიმე ხეს ქერქი ააგლიჯეს, მოაშორეს ჭიანჭველები და სპილოებიც თამამდ შეუდგნენ ჭამას. თუმცა ჯერ სრულად დარწმუნებულები არ იყვნენ. მერე ფუტკრების გროვა დასვეს ძუძუმწოვართა ყველაზე საყვარელ ხეზე, აკაციის სხვა სახეობაზე, A. Mellifera და  სპილოებმა უყოყმანოდ დატოვეს ეს ადგილი.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სპილოებს ერთი და იგივე მიზეზის გამო ეშინიათ ჭიანჭველების და ფუტკრების  იმიტომ, რომ მწერები ხორთუმში უძვრებიან, მათ კი ძალიან მგრძნობიარე და ნერვული დაბოლოებებით სავსე ხორთუმი აქვთ. ამიტომ, სადაც კი იგრძნობენ ამ მოუსვენარი არსებების სიახლოვეს, იმ ადგილიდან უმალ დისტანციას იჭერენ.

მეცნიერები აპირებენ  ამ კვლევის გამოყენებას რეგიონში ხეების და მარცვლეული კულტურების დასაცავად. გაუმაძღარი სპილოები ტყეში  გზად გავლისას ხეებს ანადგურებენ, ლამის ტრიალ მინდვრებად აქცევენ, რითად ზიანს აყენებენ იმ მხარის ეკოსისტემას. გარდა ამისა, ძუძუმწოვრები ფერმაში შევლას და მოსავლის შეჭმასაც არ ერიდებიან.

მეცნიერები თვლიან, რომ ფერმისა და ხეების მახლობლად ჭიანჭველების ხელოვნურად გამრავლება დაეხმარებათ ორივეს დაცვაში, თანაც შეამცირებენ კონფლიქტს ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ძუძუმწოვრებს შორის.
ქართული თარგმანი www.puphynuphy.ge 
2010 სექტემბერი
 
 

-------------------------------------------------------------------------------------     მეტისმეტად მაღალი სასკოლოდ!

14 წლის მოზარდი ელისანი სილვა, რომლის სიმაღლე 1.6002 მეტრია (6ft-9inches), ყველაზე მაღალია ოჯახის წევრებსა და მეგობრებშიის მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მაღალი თინეიჯერია!

მართლაც, ბრაზილიელი გოგონა, რომელმაც 11 წლის შემდეგ დაიწყო სწრაფად გაზრდა, იმსიმაღლეა, რომ სკოლაში სიარულს თავი დაანებაუბრალოდ ვერ ეტევა ავტობუსში! საკუთარ სახლშიც კი ვერ თავსდება, მუდმივად თავს ურტყამს ხის სახურავს.

ექიმები თვლიან, რომ მას გიგანტიზმის დაავდება სჭირს, რომელიც თავს იჩენს მაშინ, როდესაც სხეულში წარმოიქმნება ზრდის ჰორმონების ჭარბი რაოდენობა. მკურნალობის გარეშე კი ამ დაავდებამ შესაძლოა მოზარდის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.

თუმცა, ელისანის ოჯახი, რომელიც პარას შტატში ცხოვრობს, ძალიან ხელმოკლეა იმისთვის, რომ სათანადო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარონ შვილს, თვითონ მოზარდი კი დიდად არ წუხს ამის გამო. პირიქით, ის ოცნებობს გახდეს მოდელი. ხმები დადის, რომ მან უკვე გააფორმა პირველი კონტრაქტი საქორწინო ჩვენებაზე ბელემში (ბრაზილია).

ელისანი კი მაღალია, მაგრამ მსოფლიოს ყველაზე მაღალი თინეიჯერის ტიტული მალე ალბათ ნიუ ჯერსელ მარვადენ ანდერსონს გადაეცემა. მისი სიმაღლე 1.5494 მეტრია. 15 წლის იამაიკელი შეერთებულ შტატებში სასწავლებლად გადაიყვანეს სომერსეტის კალათბურთის უმაღლეს სკოლაში, ნიუ ჯერსი. როგორც ჩანს ის განსაკუთრებულად მაღალი გაიზრდება, არა?

ქართული თარგმანი
2010, სექტემბერი
 
 
 
------------------------------------------------------------------------------------- 
 
ჩამოხრჩობანასურთულესი სიტყვა არის...
ალბათ ყველა ჩვენთაგანს უთამაშია სახალისო სიტყვობანას თამაშიჩამოხრჩობანა“. პრინციპი მარტივია: ერთი მოთამაშე ჩაიფიქრებს სიტყვას, მეორემ კი უნდა გამოიცნოს, სანამ საწყალიჯოხისკაცუნა სახრჩობელას არ ემსხვერპლება. უამრავი სიტყვა არსებობს, რომელიც შეგვიძლია ჩავიფიქროთ, მაგრამ ინგლისურ ენაში თურმე ყოფილა ერთადერთი, მსოფლიოში ურთულესი სიტყვადა, ჩვენ გპირდებით, რომ ვერასდროს შეძლებთ მის გამოცნობას!

ურთულესი სიტყვის ძიება დაიწყო მაშინ, როდესაც ჯონ მაკლუნს 6 წლის შვილმა ჰკითხა, როგორ შეიძლებოდა კომპიუტერის დამარცხება ამ სახალისო თამაშში. ყველა ნორმალური მამა ბავშვს მარტივად უპასუხებდა: „კიდევ სცადე. მაგრამ ჯონი, რომელიც მათემატიკურ კომპიუტერულ პროგრამაზე მუშაობს, რომელსაც იყენებენ მეცნიერები, მათემატიკოსები და ინჟინრები, არ დანებდა ასე იოლად და გადაწყვიტა გაეცურებინა ამ თამაშში კომპიუტერი.

მან ისეთი კომპიუტერული პროგრამა დაწერა, რომელიც  90 000 მდე სიტყვას შეიცავდა ლექსიკონიდან. თან პროგრამა ისე შეადგინა, რომ ალალბედზე სიტყვების შერჩევით, პროგრამას შეუძლია წარმოგვიდგინოს სიტყვებით თამაშის 15 მილიონზე მეტი სხვადასხვა ვერსია.

სიტყვა, რომელმაც საგონებელში ჩააგდო კომპიუტერი, იყო ... Jazz (ჯაზი)! რატომ ასეთი მარტივი სიტყვა? ბატონი მაკლუნი თვლის, რომ სწორედ წყვილი ZZ და FF  არის დამაბნეველი. სხვა რთული სიტყვებია buzz, jazzed, dizzy and hajj! ვინ შეძლებდა ამის გამოცნობას?

ბატონ მაკლუნის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მის ბლოგს ეწვიოთ www.wolfram.com.
 www.dogonews.com 
ქართული თარგმანი
2010, სექტემბერი
 
 

  

    
 

 
 
 
              
        
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE 
 
 
© ფუფი ნუფი 2009-2012
Puphy Nuphy