ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      სტატიები
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
   სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
   როცა მომავალი დედა ექოსკოპიის დახმარებით წინასწარ იგებს ბავშვის სქესს, უკვე მის დაბადებამდე იწყებს პაწაწინას ნივთების და ტანსაცმლის შეძენას ცისფერ ან ვარდისფერ ტონებში. ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბავშვის ტანსაცმლის ფერს, მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ უკვე ჩვილის ასაკიდან ბიჭები და გოგოები განსხვავდებიან ერთმანეთისგანროგორც ქცევით, ასევე გარემომცველი სამყაროს აღქმით და რეაქციებითდა ბავშვის აღზრდის დროს ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. სხვადასხვა სქესის ბავშვის ტვინის აგებულება მართალია ბევრ რამეში მსგავსია, მაგრამ მაინც განხვავდება ერთმანეთისგან. თანაც ამ განსხვავების აღმოჩენა შეიძლება უკვე პრენატალური პერიოდიდანგაგრძელება
 
 
------------------------------------------------------------------------------------------------   
 
 
ჩვენ სახლში შენახული გვაქვს ბაბუაჩემის გაკეთებული ძველი საოჯახო ალბომი, ხის ჩუქურთმებიან ყდაში ჩასმული, რომელზეც მამაჩემის ბავშვობის ფოტოა დაწებებული. ოჯახის ისტორია ძველი საბჭოთა ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოკოლაჟების, ჰერბარიუმის გაცრეცილი ფოთლების, ყვავილების და სამახსოვრო წარწერების ფონზე იშლება. განსაკუთრებით მიყვარს ფოტო წარწერით – „ზაფხული, გურია, 1967 .“  ბაბუა ვენახში დგას თავის დეიდაშვილთან ერთად და პერანგის ჯიბიდან იები  მოუჩანს. ის ჩემ დაბადებამდე 10 წლით ადრე გარდაიცვალა, ხომ არ მინახავს, მაგრამ მგონია, რომ ამ ფოტოთი ზუსტად ისეთს ვიცნობ როგორიც სინამდვილეში იყო გაგრძელება
 
 
------------------------------------------------------------------------------------------------ 
 

როცა მშობლები აღმოაჩენენ, რომ მათი საყვარელი შვილი, რომელსაც თითქოს არაფერი აკლია, ჩუმჩუმად დედიკოს ჩანთიდან ფულს იპარავს, ჩვეულებრივ პანიკაში ვარდებიან, ან იბნევიან. ზოგს ისტერიკა ემართება, სიცოცხლე აღარ უნდა და ეჩხუბება ბავშვს, ზოგი ამჯობინებს არ შეიმჩნიოს, თითქოს არაფერი მომხდარა, იმიტომ რომ არ იცის როგორ მოიქცეს. ხშირ შემთხვევაში, ბავშვის ქურდობას უფროსები გულდასმით მალავენ, როგორც ალკოჰოლიზმს და სხვა „სამარცხვინო“ ოჯახურ საიდუმლოს. ამ თემით იმიტომ დავინტერესდი, რომ ამასწინათ ჩემმა მეგობარმა მიამბო თავისი პრობლემის შესახებ. მისი 7 წლის გოგონა შემჩნეული ჰყავს წვრილმან ქურდობაში. მაგალითად, როცა  სტუმრად არის მეგობართან, ხშირად დაუკითხავად, დედისგან უჩუმრად ჯიბეში იდებს სათამაშოს გაგრძელება

 
 
------------------------------------------------------------------------------------------------   
 
 

ბიბაასე ეძახის ჩემი შვილი თავის ბებოს. ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, ანებივრებს და უარს არასდროს ეუბნება თამაშსა თუ სასეირნოდ წასვლაზე. მიუხედვად ამისა, მაინც განსაკუთრებული მოკრძალებული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან.

ყველა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად ხედავდეს და ურთიერთობა ქონდეს ბებია და ბაბუასთან, ასაკოვან ნათესავთან ან უბრალოდ ნაცნობთან. გაგებით ჩვენი პაწაწინა ვერაფერს გაიგებს, მაგრამ ნამდვილად იგრძნობს: ასაკოვან ადამიანში არის რაღაც, რაც არც ერთ ახალგაზრდას არ აქვსდა ეს რაღაც ძალიან კარგია გაგრძელება

 

------------------------------------------------------------------------------------------------ 

 

ამას წინათ ორმა იტალიელმა ჟურნალისტმა ხელწერის კულტურის დაკნინების პრობლემას სამგვერდიანი (ვაგლახ, ნაბეჭდი) სტატია უძღვნა. დღეს ყველამ კარგად იცის: იმ ბავშვების უმეტესობა, რომლებიც კომპიუტერს და ტექსტურ გზავნილებს შესანიშნავად იყენებენ, თანაბარი ზომის მთავრული ასოებით თუ არ აწერინეს, ხელით ვეღარ წერს.

სტატიაში მოტანილ ინტერვიუში ერთი მასწავლებელი აცხადებდა, რომ მოსწავლეებს უამრავი გრამატიკული შეცდომა მოსდით, ეს სხვა, არანაკლებ მძიმე პრობლემაა: ექიმებმა გრამატიკის წესები იციან, მაგრამ ნაწერი მაინც არ უვარგათ; ადამიანი შეიძლება კალიგრაფიის ექსპერტი იყოს, და სიტყვებს სწორად ვერ წერდეს.

რა თქმა უნდა, მშვენიერი ხელწერის მქონე ბავშვებსაც ვიცნობ გაგრძელება
 
 
------------------------------------------------------------------------------------------------ 
 
 

 

დღეს ძალიან ბევრი კეთდება საბავშვო ლიტერატურისთვის, გამომცემლობათა უმრავლესობის ძირითადი საქმე ფერადი საბავშვო წიგნებია და ბოლო დროს, ყველაზე მეტად, სწორედ საყმაწვილო წიგნის მყიდველი აქტიურობს. ქუჩაში ხშირად შეხვდებით “წიგნის სახლის”, “პარნასის”, ან “სანტა ესპერანსას” საფირმო პარკებით მოსიარულე დედებსა და ბებიებს (ძალიან იშვიათად, მამებსა და ბაბუებსაც), რომელთაც საჩუქრად ნაყიდი წიგნები მიაქვთ პატარებისთვის. თბილისის წიგნის ფესტივალის შემდეგ ნაცნობ-მეგობრებისგან ყოველ წელს ერთიდაიგივე მესმის ხოლმე: “მარტო საბავშვოები ვიყიდე, ჩემთვის კი შევათვალიერე რაღაცეები, მაგრამ ფული დამენანა” გაგრძელება 

 

 
------------------------------------------------------------------------------------------------ 
 
 
ბავშვობაში ყველას გვიცდია ხატვა. გოგოები ალბათ პრინცესებს და ყვავილებს ვხატავდით, ბიჭები – მანქანებს და გემებს... ასე რომ, გამოცდილება გვაქვს.
მაგრამ როცა საქმე ჩვენს შვილს ეხება, უამრავი კითხვა ჩნდება: ”როდის და რითი დავიწყოთ ხატვა?” “ფლომასტერი თუ საღებავი?” “შპალერი თუ სახატავი რვეული?” “ან იქნებ სულაც ცეკვაზე ვატაროთ?”
ერთი შეხედვით წვრილმანი პრობლემებია, არა? თუმცა, ვინ იცის, ჩვენს მიერ არასწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამყაროს შესაძლოა დააკლდეს პიკასო ან ფარჯიანი...
მოკლედ, თუ გვსურს, რომ ბავშვი ორიგინალურად აზროვნებდეს, ხატოს არა შაბლონების მიხედვით, არამედ საკუთარი ფანტაზიით და მთელი ცხოვრება შეინარჩუნოს ფერწერის სიყვარული, ნამდვილად არ ღირს წვრილმანების უგულვებელყოფა
. გაგრძელება
 
 
------------------------------------------------------------------------------------------------   
 
 

ქრისტიანებისთვის წმინდა ქალაქი ბეთლემი მდიდარია ღირშესანიშნავი ადგილებით, რომელთა შესახებ მრავლადაა ცნობები ძველ და ახალ აღთქმებში.

ბეთლემი მდებარეობს დაახლოებით 6 კმ სამხრეთით იერუსალიმიდან. საუკუნეების მანძილზე მისი იერსახე თითქმის არ შეცვლილა - მთლიანად თეთრი ქვითაა ნაგები და კლდოვანი მრგვალი ბორცვის ფერდებზეა შეფენილი, მეჩხერად მიმოფანტული კვიპაროსის და ზეთისხილის ხეებით. სწორედ აქ ვითარდებოდა წმინდა წერილში აღწერილი მოვლენები. ბიბლია ამბობს, რომ  აქ აკურთხეს მეფედ დავითი, ხოლო 1000 წლის შემდეგ დაიბადა იესო.

ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდე აქ არის ბეთლემის ბაგა, სადაც იშვა იესო. ბეთლემშია ქრისტესშობის ტაძარი, ერთერთი პირველი წმინდა მიწაზე. ქრისტესშობის ტაძრის მახლობლად კი მდებარეობს ე.წ. "რძის მღვიმე" გაგრძელება  
 
 
 
------------------------------------------------------------------------------------------------   
 
 
პატარები დიდი მესაკუთრეები არიან და ამის დამტკიცება ყოველდღე შეუძლიათ - დილიდან საღამომდე.  ზოგჯერ კი მუშტების დახმარებითაც. ძალინ მაინტერესებს რასთან არის დაკავშირებული პატარა მესაკუთრეების ასეთი საქციელი?
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვი სათამაშოს აღიქვამს როგორც საკუთარი თავის ნაწილს. ამიტომ, როცა ის სხვის ხელში ხვდება, თურმე ეშინია რომ არ გაუტეხონ, ან გაუფუჭონ. ის ჯერ კიდევ ცუდად აცნობიერებს გარშემომყოფი მეგობრების ქცევებს, სურვილებსა და განწყობას. მას ხომ არ ესმის, რატომ უნდა სანდროს მაინცდამაინც ამ მანქანით თამაში, ხომ შეიძლება ცოტა ხნით დაუთმოს და გაგრძელება
 
 
------------------------------------------------------------------------------------------------   
 
რა ვიღონოთ იმისთვის, რომ ბავშვმა ცუდი სიტყვები არ თქვას? მგონი მართლაც შევიმსუბუქებთ ამ პრობლემას, თუკი გავიაზრებთ, ამით რისი თქმა სურს ჩვენს შვილს: იქნებ გაბრაზებულია მთელს სამყაროზე? ან უბრალოდ გვაჯავრებს, ცდილობს წყობიდან გამოგვიყვანოს ან სულაც იმეორებს განაგონს, ისე რომ სიტყვის აზრი არ ესმის. 
ადრე თუ გვიან მსგავსი პრობლემა, ალბათ, ყველა ოჯახში ჩნდება და უნივერსალური წამალი ამის თავიდან ასაცილებლად მგონი არც არსებობს.
ბავშვის მიერ წარმოთქმული უწმაწური სიტყვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას დანაშაულებრივი მომავალი ელის.
გაგრძელება
 
 
 
 
 
------------------------------------------------------------------------------------------------ 
 
 
 
მინდა გაგაცნოთ ნინო მახათაძე – საბალეტო სტუდია “ფუეტე”-ს ხელმძღვანელი. სასიამოვნო ახალგაზრდა ქალი, გახსნილი მზერით, მომხიბვლელი ღიმილით და გულწრფელი კეთილგანწყობით დამთანხმდა მიამბოს თავისი სტუდიის შესახებ.
დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი.
შემდეგ კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით - კლასიკური და სახასიათო ცეკვების პედაგოგ-ქორეოგრაფი. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახალმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა-სტაჟირების 2 წლიან კურსზეც დაეუფლა სასცენო მოძრაობის ხელოვნებას. სასწავლებელში სწავლის პერიოდში ნინოს უცეკვია ვარიაციები ბალეტიდან "შოპენიანა", "დონ კიხოტიდან გაგრძელება 
 
 
 
 
 
 
1 2 

 

 

          


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE