წინასიტყვაობა.
როგორ მოვამზადოთ საფუარიანი ცომი სახლის პირობებში ისე, რომ არ გადაგვღალოს და შემდეგში გაკეთების სურვილი არ დაგვიკარგოს? ხშირად ცომის გაკეთება ეზარებათ იმის გამო, რომ დიდ სირთულედ წარმოუდგენიათ ან დიდ დროს ართმევთ. დრო ხომ იმისთვის არის, რომ გამუდმებით რაღაც ვაკეთოთ, ჰოდა ჩვენც ამ დიდი დროიდან, ცოტა დავუთმოთ ცომის მომზადებას. გავაკეთოთ ცომი ერთად და დარწმუნდებით, რომ არც ისე რთულია და არც ისე დიდ დროს წაგართმევთ. რაც მთავარია თქვენს მიერ იქნება მომზადებული სუფთა გარემოში.
მინდა გითხრათ, რომ საფუარის ცომი ყველა ცომზე "საყვარელი" ცომია ცომებს შორის. დატოვებთ პატარა, მაგარ, გუნდას თბილ ადგილას და რამოდენიმე საათში დაგხვდებათ გაზრდილი ფუმფულა ცომი. ამ პროცესის ნახვის შემდეგ კი აღარ მოგინდებათ თონეში გამზადებული ცომის ყიდვა. თავად გაამზადებთ და თავადვე გამოაცხობთ, რაც მოგრჩებათ კი მაცივარში შეინახეთ და სხვა დროს გამოიყენეთ.
მე კი ცომი ასე შემიყვარდა: ერთხელ დედაჩემმა დიდი ოდენობის პასკის ცომი დატოვა თბილ ადგილას (გაზქურაზე, გვერდით "კამფორა" დაბალზე დანთებული დაუტოვა სითბოსთვის) და მაღაზიაში წავიდა. იცოდა, რომ 1-2 საათი ცომი "ჭკვიანად" იქნებოდა უმისოდ. როცა დაბრუნდა ცომი ნახევრად გამომცხვარი დაახვედრა ჩემმა ძმამ (ჩემი ძმა მაშინ პატარა იყო. ეტყობა მასაც უნდოდა, რომ ცომი კარგად ამოსულიყო და გაზს კარგად აუწია). თავსახური აუხდია ცომს, გადმოსულა ქვაბიდან და გარბოდა სახლიდან, ქიშმიშები კი მიზდევდა უკან. ეს ფაქტი იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ მას მერე შემეცოდა და შემიყვარდა საფუარიანი ცომი და ვთვლი რომ ყველა ცომზე საყვარელია, აბა ასეთ დროს მაწვნის ცომი ვერაფერსაც ვერ მოიმოქმედებდა. არსადაც არ გაიქცეოდა...
საფუარის ცომის მომზადების წესი: (ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ა.შ.)
არსებობს ორი სახის მომზადების წერსი:
1. ცომისთვის საჭირო ყველა ინგრედიენტი ერთად მოიცომება.
2. ჯერ დავაყენებთ საფუარს და შემდეგ შეერევა სხვა დანარჩენი ინგრედიენტი.
პროპორცია იმაზეა დამოკიდებული, რაც მოცემული გაქვთ კონკრეტულ რეცეპტში.
მაგალითად ავიღოთ:
500მლ. წყალი ან რძე
1 კგ. ფქვილი
5 გრ. - ნახევარი ჩ.კ. მარილი
20 გრ. საფუარი
2 ს.კ ზეთი
მომზადების დრო: 10-15 წთ.
მომზადების წესი:
1. ჩავასხათ ჯამში თბილი წყალი, ჩავყაროთ საფუარი, მარილი,ზეთი და მოურიოთ კოვზით. ჩავაყაროთ ფქვილი და მოვცომით ხელით ან მიქსერით სპეციალური ცომის მოსაზელი ჩხირებით. (მოზელილ ცომს შეგიძლიათ დაუმატოთ 50-80 გრამამდე ზეთი ან გამდნარი კარაქი, უფრო ფაფუკი ცომის მისაღებად). ერთიანი მასა გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ ლანგარზე და 5 წუთის განმავლობაში კარგად შევაგუნდაოთ ისე რომ ხელზე აღარ გვეწებებოდეს. ჩავდოთ ისევ ჯამში დავახურით თავზე, თავსახური ან ხის დაფა და დავდგათ თბილ ადგილას თუნდაც გაზზე მხოლოდ უყურადღებოდ არ დატოვთ რომ თქვენც გამომცხვარი არ დაგხვდეთ.
2. თბილი წყალი, საფუარი, მარილი და 1ჭიქა ფქვილი მობურიოთ კარგად რომ გახდეს ერთიანი თზელი მასა არაჟნის სისქის. და დავდგათ ტბილ ადგილას. საფუარი 15-20 წუთში ამოვა და შემდეს შეგიძლიათ დაუმატოთ ზეთი და დარჩენილი ფქვილი, კარგად მოცომავთ, დაუმატებთ 50-80გრ. ზეთს ან კარაქს და განაგრძობთ ზელას. მანამ სანამ ხელზე აგარ მოგეკრობათ. შემდგომ კი დააბინავებთ თბილ ადგილას.
რჩევა: მე პირველ ვარიანს ვამჯობინებ გარდა პასკის შემთხვევისა.
პასკის ცომისთვის უმჯობესია მეორე ვარიანტი. ჯერ საფუარი დავაყენოთ და შემდეგ დავამატოთ შაქარი, კვერცი, კარაქი, ქიშმიში და ას.შ
თუ ტკბილ ცომს აკეთებთ: ფუნთუშა, პასკა ან სხვა ჯობია რძე, »ფუნთუშას მომზადება
მარილიანი ცომისთვის: ხაჭაპური, ლობიანი და სხვა უკეთესია წყალი, ზოგი გაზიან ბორჯომის წყალსაც იყენებს.
მაწვნის ცომის მომზადების წესი:(ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ა.შ.)
ფენოვანი ცომის მომზადების წესი: (ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ა.შ.)
|