ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      სანდროს წიგნები
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
» ძველებური ნივთების მუზეუმი     
  ძველებური ტელესკოპი
  დაბზარული გული
  სანდრო ასათიანი
ამ წიგნების სერია ძველ ნივთებზეა, ახლა ისინი მუზეუმში ცხოვრობენ არადა „...ოდესღაც პატიოსნად ასრულბდნენ თავიანთ მოვალეობას. აი მაგალითად ძველებურ ტელეფონს თავის დროზე იმდენი სისულელე აქვს ნათქვამი და მოსმენილი, რომ ახლა სულ დუმს. დიდი ძველებური საათი კი დაბერდა და გულმავიწყი გახდა, ჩამორჩენა დაიწყო ...“ და ის მუზეუმში მოიტანეს. ამ წიგნებიდან უამრავ საინტერესო ისტორიას შეიტყობთ: შესაძლებელია თუ არა დამსხვრეული გულის გამთლიანება, რამ გააოცა ძველებური ტელესკოპი რომელმაც ყველაფერი იცოდა ცის, ვარსკლავების და გალაქტიკების შესახებ და როგორ მოხვდა უზარმაზი თვითმფრინავი მუზეუმში.

 

სანდრო და მიკრობი
ეს მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივი, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც თორმეტ გვერდზე იშლება და თითო გვერდზე მხოლოდ ერთი წინადადებაა, მკითხველს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს. თქვენ ვერ მოწყდებით მას სანამ ბოლომდე არ წაიკითხავთ. ფინალი კი თან ტრაგიკულია და თან სასიხარულო. თან უბრალო და თან ფილოსოფიური. ნუ გამოტოვებთ ამ წიგნს და მძაფრი გრძნობები გარანტირებული გექნებათ. თანაც წიგნი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა.

 

 

ამურის სამი ისარი
უცნაური რამ არის სიყვარული. უკვე მრავალი საუკუნეა, რაც კაცობრიობა ცდილობს გაიგოს საიდან იბადება ეს გრძნობა და რა კანონზომიერებებს ექვემდებარება. მაგრამ, როგორც ცნობილია, ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, რადგანაც ვერავინ შეძლო, სიყვარულის ფორმულა გამოეყვანა.“ არადა ყველაფერს ძალზედ მარტივი ახსნა აქვს, ანტიკური დროიდან არის ცნობილი რომ სიყვარულს პატარა ცელქი ამურები განაგებენ. თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად არის ვინაიდან ხანდახან ამურებსაც მოსდით შეცდომები.

 

ძველი ფოტოაპარატი
პატარა თამთას ძალიან, ძალიან პატარა მეგობარი ჰყავს, იგი თამთას ძველ ფოტოაპარატში ცხოვრობს და ერთობ ონავარა ვინმეა. თამთას ძალიან მოსწონს თავისი პატარა, მეგობრის ოინები და საერთოდ არ აინტერესებს რას ფიქრობენ ამაზე სხვები, მითუმეტეს უფროსები. თქვენც შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ თამთას პატარა მეგობარს და მისი ნამოქმედარის შესახებ შეიტყოთ.

 

უცნაური წიგნი
როგორც ცნობილია წიგნში ან ნაწერები უნდა იყოს ან ნახატები, ან კი ორივე ერთად. მაგრამ წიგნში რომელიც პატარა ელენეს აჩუქეს არც ერთი იყო და არც მეორე. აბა მაშინ რა იყო ამ წიგნში? იკითხავთ თქვენ. და მე გიპასუხებთ რომ უბრალოდ თეთრი ფურცლები და მეტი არაფერი. თუმცა რაღაც დროის მერე, როდესაც ელენემ წიგნი კვლავ,გადაშალა მის და გასაკვირად წიგნში ნახატები დახვდა. წიგნი მეტად უცნაური აღმოჩნდა და ელენეს თავისი სიზმრები გაახსენა რომელთაგან ერთი ძალიან ცუდი და საშაში იყო. მეორე კი კარგი და მხიარული.
 
© სანდრო ასათიანი 2010

 

 

 

 

 
 
 
 
 
 
 
 
» სანდროს წიგნები

სანდრო ასათიანი ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის, მითუმეტეს როცა გავიგე, რომ ის მხატვარი, მწერალი, დიზაინერი, მსახიობი და კარგი მეზღაპრეც ყოფილა, თანაც ძალიან თანამედროვე, საინტერესო და ვფიქრობ ბავშვებისთვის უთუოდ საყვარელი ავტორი და მეგობარიც გახდება.

დაამთავრა სამხატვრო აკადემია, წიგნის ილუსტრაციის ფაკულტეტი. ბევრს ხატავდა და იგონებდა პერსონაჟებს. მერე გამომცემლობადიოგენეშიდაიწყო მუშაობა. თან ხელნაკეთ წიგნებს აკეთებდა, წერდა მოკლე ისტორიებს, მათთვის ილუსტრაციებს ხატავდა და მეგობრებს ჩუქნიდა.
ფლორენციაშილიბრილიბერისგამომცემლობამ დაბეჭდა სანდროს წიგნები და იქ დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამომცემლობას თავისი თეატრიც ჰქონია, სადაც სანდროს წიგნის მიხედვით სპექტაკლიც დაუდგამთ. მსახიობები და მაყურებლები სხვადასხვა საგანს განასახიერებდნენ: ტელესკოპს, ფოტოაპარატს, ჩაიდანს. თავად სანდროს საათის და კოღოს როლი ერგო.
რა უცნაურია, ამ საოცარი წიგნების გამოცემა უცხოელებმა რომ დაასწრეს ქართველ გამომცემლებს. თუმცა ქართველი მკითხველი მალე გაიცნობს ქართულ ენაზე სანდროს ისტორიებს.
მანამდე სანდროს ზღაპრებს მის ვირტუალურ გამომცემლობაში გაეცნობით.
როგორც სანდრო ამბობს, მისი ელექტრონული წიგნები – “ესაა რაღაც საშუალო წიგნებს, კომპიუტრეულ თამაშებსა და მულტფილმს შორის”. თუმცა მე ამას ანიმაციურ წიგნებს დავარქმევდი.
ამუცნაურწიგნებში საგნები თავად გვიყვებიან საკუთარ ამბავს. თხრობა სადაა, მოკლე და ირონიული, ზოგჯერ სევდიანიც. მოკლედ, ესაა ჯადოსნური ნახატები სიტყვების თანხლებით თუ პირიქით... იქნებ სუფთა ემოციები...
სანდროს პატარა წიგნებში: “დაუსრულებელი ისტორია ანუ სამი წერტილი”, “ერთი ჩვეულებრივი ამბავი”, “ძველი მუზეუმი”, “გატეხილი გული”,”ძველებური ტელესკოპი”, “უცნაური ბინოკლები”, “ლუიჯის ღვინის მაღაზია” - საგნებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სადმე გინახავთ წითელი ყავის ჭიქა, რომელსაც ყავაუფრო უხდება”? ან ხოჭო, რომელიც უცნაურ ხმებს გამოსცემს, ან კალია, რომელისაც მაგიდის გადასაფარებელი არ აქვს და მარტოა, თეთრი ანგელოზები ვარსკვლავების ზემოთ რომ ცხოვრობენ... მწერები, რომლებმაც კითხვა არ იციან, ნარჩენებით იკვებებიან, წერილებსაც არ წერენ, სიზმრებსაც ვერ ნახულობენ. სანდროს ბინოკლებით დანახული სიტყვები მართლაც რომ უცნაურად მოსჩანს. ჰოდა, ამ გმირებისა და ნაწერების კითხვისგან გაბრუებული ისე უყურებღვინის მაღაზიაშიბოთლშიჩასხმულტექსტს, გგონია წრუპავ როგორც ღვინოს და ფიქრობ: ვინაადიდი მოგზაური”, ეს უცნაური მწერი, ან საერთოდ ვინ ვართ ჩვენ?
სანდროს სამყაროში ყველაფერი მისივე ხელითაა შექმნილი: ტექსტის შრიფტი და ილუსტრაციები, წიგნებს მუყაოს უბრალო ყდით კრავს... თავადვე თარგმნის იტალიურად, რუსულად და ინგლისურად. რაც მთავარია ბავშვებისთვის წერს ისე, რომ მათთვის ყველაფერი მარტივად იყოს გასაგები.
სანდროს ვირტუალურ გამომცემლობაში პატარები თამაშებსაც იპოვიან და მის გმირებსაც უკეთ გაიცნობენ. თამაშებიც ბავშვებს რუსული და ინგლისური ენების სწავლაში დაეხმარება. წესებიც იოლია: პატარამ უნდა გამოიცნოს წიგნის გმირები და მათი სახელები ჩაწეროს. აქ კომპიუტერული გასაფერადებელიც არის სხვადასხვა ნახატებით პატარებს რომ გაახალისებს.
სანდროსსკრინსეივერებიშეგვიძლია გადმოვტვირთოთ, ზღაპრები ამოვბეჭდოთ და ჩვენს პატარასთან ერთად დავამზადოთ ხელნაკეთი წიგნები.

ავტორი: ირენ მახარაძე

2009
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE