ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      რაქიტი
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
» რაქიტი 
   მოგეხსენებათ, ჩვილის ორგანიზმში ვიტამინ D –ს ნაკლებობა იწვევს რაქიტს.
ეს პრობლემა ჩვენს პატარას რომ არ შეეხოს, საჭიროა მისი დროული და გონივრული პროფილაქტიკა.
   რაქიტი გამოწვეულია D ვიტამინისა და მზის სხივების უკმარისობით, იწვევს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლას, რის გამოც ირღვევა ძვლების მინერალიზაცია. ავადდებიან ბავშვები ერთი–სამი წლის ასაკში (უპირატესად ზამთრის პერიოდში).
   პირველ რიგში მომავალი დედა ორსულობის პერიოდში აუცილებლად სწორად უნდა იკვებებოდეს, მიიღოს ვიტამინების კომპლექსი და რაც შეიძლება ხშირად ისეირნოს სუფთა ჰაერზე.
გაცილებით იშვიათად ავადდებიან რაქიტით “ძუძუს ბავშვები”. ჰოდა, დედიკოებო, თქვენსავე ინტერესებში შედის, მაქსიმალურად გაიხანგრძლივოთ ლაქტაცია.
   D ვიტამინის ნაკლებობის პროფილაქტიკისთვის პედიატრები შესაბამის პრეპარატებს ნიშნავენ. თუ თქვენს პატარას შეამჩნევთ ხშირ ოფლიანობას, ჭირვეულობას, თავის ფორმის დეფორმაციას (შუბლის არეში, ან კეფაზე), მიმართეთ ექიმს – ის დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. მკურნალობა კომპლექსურია და მიმართულია ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის შევსებისკენ.
   მზის სხივი უებარი წამალია რაქიტის საწინააღმდეგოდ. ამიტომ ეცადეთ ბავშვი ხშირად გაასეირნოთ, მზის სხივებმა დახედონ პატარას სახეს და ხელებს.
კარგია “მზის აბაზანებიც” – ოთახში ფანჯარასთან მიადგით საწოლი, ოღონდ მწველი მზე არ უნდა იყოს და ტიტლიკანა ბაია დააგორეთ 10-10 წუთი ხან ერთ გვერდზე, ხან მეორეზე, მერე დააწვინეთ ზურგზე და მუცელზეც. ჩემს ბიჭს ძალიან მოსწონდა ეს პროცედურა, თან სათამაშოებით ერთობოდა.
   რაქიტის სამკურნალო რეცეპტები ხალხურ მედიცინაშიც მოიპოვება. ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ კომბოსტოს, სტაფილოს და ჭარხალის ნახარში; D ვიტამინს შეიცავს კვერცხის გულიც და კარგია თუ დღეში ერხელ აჭმევთ პატარას; ასევე სასარგებლოა რძის პროდუქტები, განსაკუთრებით ხაჭო.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ავტორი: ნატა კიკნაძე 2009
» უკან
 
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE