ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ოტია იოსელიანი
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
» ხელისგულისტოლა ზღაპრები
   
     ირემი და ტურა
ერთმა მშვენიერმა ირემმა რომ მეორე, უმშვენიერეს ირემს ფოთოლი მოუკითხა
- შენც ბევრი გაქვს, მაგრამ ჩემგან გეამებაო.
 მართლაც სულ სხვა სიოამოვნებითა და გემოვნებით შეექცა. მეორე დღეს იმ მეორე ირემმა პირველს მოართვა ძღვენი, ისევე დიდად გაახარა და დაანაყრა, როგორც წინა დღით პირველმა.
ამის შემდეგ ეს თითქმის ყოველდღე მეორდებოდა და ისე მოუთმენლად ელოდნენ ერთმანეთის მოსაკითხავს, თითქოს უდაბნოში ბინადრობდნენ და მოკითხულის ამარა ყოფილიყვნენ. სხვა ბალახბულახს პირს აღარც კი აკარებდნენ და იმ მცირედი ძღეინითაც კმაყოფილნი თავს ლაღად გრძნობდნენ.
იქვე, იმ ტყეში, ტურას სორო ჰქონდა, მათ მიკითხვა-მოკითხვას თვალს ადევნებდა და გაოცებულმა იკითხა:
- რაა, რომ ერთმანეთის საცოდავი ძღვენის გარდა არაფერს ჭამთ, ვითომ ირგვლივ ფოთოლი და ნეკერი თავზე საყრელად არ იყოს!
- ეჰ! - სინანულით ამოიხვნეშეს ირმებმა. -ტურებმა, მელიებმა და მგლებმა რა იციან მეგობრის სიყვარულით მოძღვნის ფასი. ერთმანეთს პირიდან გლეჯთ, ყოველი ლუკმა სისხლის ფასად გიჯდებათ. მუცელი და ბუნაგი ვერაფრით ამოგივსიათ, რასაც მოიხელთებთ, ძვლებიანად ნთქავთ და მაინც მშიერ-მწყურვალი დაწანწალებთ.
 
 
 
 
 ვეფხვი და წრუწუნა

იყო ერთი წრუწუნა და სორო იქვე, ბრდღვინავი ვეფხვის ბუნაგთან ჰქონდა. როცა მძვინვარე ნადირის ღრიალს გაიგონებდა, სოროდან გამოძვრებოდა და შიშისაგან გულგახეთქილ, კისრისტეხით გაქცეულ ცხოველებს სიბრალულითგასძახოდა:
- რა გჭირთ, რა გაშინებთ, სად გარბიხართ! უკან, უკან მოიხედეთ და დააკვირდით. კატა რატომ გგონიათ, ერთი კეთილი, ჩვეულებრივი ვეფხვია. გაიგონეთ, გაიგეთ, კატას ჰგავს და მეტი არაფერი. რა ხანია მაგის ბუნაგის წინ ვცხოვრობ და თათი არ დაუკარებია, ის არაა თქვენ რომ გგონიათ, დაიჯერეთ, რომ არაა კატა! - გულდაწყვეტილი თავს სინანულით იქნევდა:
- ეს გაუგებრები, ტყუილად იხეთქავენ გულს და კისერს იტეხავენ. რა ვუყო, რა ვუშველო, რით გავაგებინო, როცა ვყვირი და ვეძახი - სად გარბიხართ, თქვე უბედურებო, რამ დაგაფრთხოთ და დაგზაფრათ, რამ დაგაბრმავათ, თვალი გაახილეთ... თქვენ კატისა სთქვით, თორემ ვეფხვს რა სჭირს საშიში და თავზარდამცემი?! სიცოცხლეს რად იმწარებთ! გონს მოეგეთ, თქვე უგუნურებო თქვენა...
ვერავის რომ ვერაფერს აგებინებდა, ხელჩაქნეული სოროში ბრუნდებოდა და ბუზღუნებდა: გული არ მითმენს, თორემ მაგათზე ყველაფერი ახია, რომ კატას და ვეფხვს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ და ანსხვავებენ.
 
ავტორი: ოტია იოსელიანი
 
 
___________________________________________________
 
 
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE