» შოკოლადის დახმარება
ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ორსულები, რომლებიც სტრესის დროს შოკოლადს მიირთმევდნენ, უფრო ხშირად აღნიშნავდნენ, რომ მათი ჩვილები ბევრს იცინონდენ, ძალზე აქტიურები იყვენენ და იშვიათად უშინდებოდნენ უცხო სიტუაციებს.
მეცნიერთა აზრით, ამის მიზეზი შოკოლადის ის აქტიური კომპონენტებია, რომლებიც აღწევენ პლაცენტაში და ბავშვზე ზემოქმედებენ. ამ მოსაზრებას ამერიკელებიც ემხრობიან, თვლიან, რომ შოკოლადი პოზიტიურად მოქმედებს ორსულობის განვითარებაზე, დედას იცავს ნეგატიური ემოციებისგან. თუმცა ერთ–ერთი ფირმის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შოკოლადის ზემოქმედება უფრო ფსიქოლოგიური ხასიათისაა. შოკოლადის ის კომპონენტი, რომელიც განწყობას ამაღლებს, ფენილეტილამინი, პომიდორსა და სხვა ხილშიც შედის.
-------------------------------------------------------------------------
ჩემი მეგობრებისგან ხშირად მსმენია, რომ ორსულობის პირველ კვირებში მათ უჩდებათ დაუძლეველი სურვილი სისუფთავის დაცვის, სახლის დალაგების და კეთილმოწყობის. მომავალი დედები მზად არიან შეიძინონ ჩვილისთვის ყველაფერი რაც კი გზად შეხვდებათ. ეს მათ ახარებთ და ამშვიდებთ. ამიტომ, ცრურწმენებს ნუ დაუჯერებთ! ორსულობის დროს ძალიან სასრგებლოა სურვილების ასრულება და იმის კეთება, რაც გსურთ. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ქალის ორგანიზმი განაყოფიერების პირველივე საათებიდან მშვენივრად გრძნობს რომ ფეხმძიმობა დადგა, თუმცა მომავალი დედისთვის ეს სიახლე ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება გაგრძელება
-------------------------------------------------------------------------
ორსულობის ტესტს საფუძვლად უდევს რექაცია, რომელიც საშუალებას იძლევა გამოავლინოს ორსულობის ჰორმონი – ქორიონული გონადოტროპინი. (ქორიონული გონადოტროპინი – ორსულობისას პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონია. ის უზრუნველყოფს ყვითელი სხეულის შენარჩუნებას განაყოფიერების შემდეგ და მისი მიერ ჰორმონ პროჟესტერონის გამოყოფას). ტესტი დადებით პასუხს აჩვენებს შარდში ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრული კონცენტრაციის არსებობისას, რაც ვლინდება ფირფიტაზე ორი მკაფიო ზოლის გამოჩენით. იშვიათ შემთხვევაში ორსულობის ტესტმა შეიძლება მცდარი პასუხი მოგვცეს - როგორც უარყოფითი, ისე დადებითი. თანაც მცდარი–უარყოფითი შედეგის ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე მცდარი–დადებითის გაგრძელება
-------------------------------------------------------------------------
დაბადების მომენტი ბევრ რამეში განსაზღვრავს ადამიანის მომავალ ცხოვრებას. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, თურმე ბუნებრივი მშობიარობის ყოველ ეტაპზე ისახება ბავშვის პიროვნული თვისებები, მათ შორის ისეთი, როგორიცაა სიმტკიცე, სირთულეების გადალახვის, ლოდინის, ტკივილის ატანის, ურთულეს სიტუაციაზე მორგების უნარი თუ საკუთარი თავის რწმენა. იმასაც ამბობენ, რომ დაბადების რომელიმე ეტაპზე ჩარევამ შესაძლოა თავისი ბეჭედი დაასვას ჩვილის მომავალ ცხოვრებას. ძველად სჯეროდათ, რომ ბავშვები, რომლებიც სამშობიარო ტკივილების გარეშე ჩნდებოდნენ, ძლიერ და უშიშარ პიროვნებებად გაიზრდებოდნენ გაგრძელება
|
|
|
|