ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ბავშვებისთვის      მოთხრობები
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
   სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 

ერთ სკოლაში ბავშვებს ძალიან უცნაური მასწავლებელი ჰყავდათ. არც მეტი, არც ნაკლები, ნამდვილი წითელი ფანქარი!

წითელ ფანქარს ყველაზე მეტად შენიშვნების მიცემა და საკლასო რვეულების წითლად გადაჭრელება უყვარდა, თანაც ისეთი ბრაზიანი იყო, რომ სკოლის დირექტორიც კი, მის დანახვაზე ყურებამდე წითლდებოდა და ნერვიულობისგან ფრჩხილებს იკვნეტდა.

ჩანთაში წითელ ფანქარს მობილურთან, სარკესთან და წითელ პომადასთან ერთად ყოველთვის ედო ჩვეულებრივი სათლელი, წვერი რომ დამიბლაგვდეს, ან მომტყდეს, ხომ უნდა  წავითალოო.

მოკლედ, ძალიან მკაცრი და პრანჭია იყო.

წითელ ფანქარს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა: ხანდახან, გაკვეთილზე ჩათვლემდა-ხოლმე, მაგრამ ამას ნაკლად სულაც არ თვლიდა: აბა, რა ვქნა, სახლში ღამეც კი რვეულებს ვასწორებო.

საწყალი ბავშვები! მნიშვნელობა არ ჰქონდა, იცოდნენ თუ არა გაკვეთილი, მაინც დაბალ ქულებს იღებდნენ. გულს იმითღა იოხებდნენ, რომ როცა წითელი ფანქარი თვალს მილულავდა, რომელიმე გაბედული მიეპარებოდა და წკაპ! წვერს წაატეხდა, იქნებ ცოტა ხნით მაინც დავისვენოთო, მაგრამ რა! გაგრძელება
 
 
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 
მაწაწა სკოლაში დადის, მაგრამ დიდი არ გეგონოთ, ჯერ მეორე კლასშია.

უყურადღებოა და ამიტომ წერის დროს ასოები ერთმანეთში ერევა: წ-ს მაგივრად შ-ს წერს, ლ-ს მაგივრად ღ-ს, ნ-ს მაგივრად წ-ს, დ-ს მაგივრად ლ-ს, ხ-ს მაგივრად ძ-ს, ფ-ს მაგივრად თ-ს... მოკლედ, მაწაწას ნაწერი ნამდვილი რებუსია, კარგად თუ არ დაუკვირდი, ვერაფერს გაიგებ.

თავის სახელსაც ასე წერს: მ ა წ ა წ ა.

ამიტომ ყველა მაწაწას ეძახის, ისე, მანანა ჰქვია.

- იცოდე, ყურადღებით წერე, - აფრთხილებს-ხოლმე მასწავლებელი.

მაწაწა თავს დაუქნევს, კარგითო, მაგრამ მერე ათასი რამ გაახსენდება: ხან ეზოსა და გართობაზე ფიქრობს, ხან გემრიელ ნამცხვარზე, ხან საყვარელ მულტფილმზე...
მოკლედ, ყველაფერზე ფიქრობს მაწაწა, წერის გარდა გაგრძელება
 
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 

ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა.

იმ დროს ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი პატარა ბიჭი, სახელად ვახუშტი ერქვა. როგორც ყველა ბავშვს ვახუშტისაც უყვარდა ფეხბურთის თამაში, უყვარდა წიგნების კითხვა, უყვარდა გზებისა და გვირაბების გაყვანა ქვიშაში. მაგრამ ყველაფერზე მეტად მას მაინც ხატვა უყვარდა. დღე და ღამე შეეძლო ეხატა გემები და თვითმფრინავები, ფეხბურთელები და მოფარიკავეები.

- ჩემი ვახუშტისაგან კარგი მხატვარი დადგებაო, - იტყოდა ხოლმე მისი მამა, როდესაც შვილის ნახატებს თვალს გადაავლებდა.

მამა მუდამ ზრუნავდა, რომ პატარა მხატვარს ფანქრები და ქაღალდი არ მოკლებოდა.

და ვახუშტიც სულ ხატავდა და ხატავდა.

ერთხელ მამამ ვახუშტის გასაოცარი ფანქარი აჩუქა. როდესაც ვახუშტიმ ფანქარს წვერი წაუთალა და ხატვა დაიწყო, სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ფანქარი ჯადოსნური იყო. დააპირა თუ არა ვახუშტიმ ზღვის დახატვა, ფანქარიც მაშინვე გალურჯდა, დროშის დახატვას მიჰყო ხელი და ფანქარი გაწითლდა, მერე ბოლის დახატვა გადაწყვიტა და ფანქარიც სასწრაფოდ გაშავდა, თოვლიანი მთების ხატვისას კი ფანქარი გათეთრდა...

ვახუშტიმ თვალები მოიფშვნიტა, ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ, არა! თვალები არ ატყუებდნენ ვახუშტის: ნახატი მართლაც ფერადი იყო, ფანქარი კი მხოლოდ ერთი ეჭირა ხელში გაგრძელება 

 
 
 --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 

ოთარიკო მუყაოს ყუთიდან ხვნეშით გადმოძვრა, მაგიდის კიდეს თავი მსუბუქად მიარტყა და ტელეფონს, რომელიც მონოტონურად და მოთმინებით რეკავდა, უპასუხა.  ის დღეს მორიგეა, ამიტომაც, სადაც არ უნდა შეძვრეს, ან აძვრეს, მოვალეა, ტელეფონსაც უპასუხოს და სახლში მომსვლელ-მიმსვლელსაც ფართოდ გაუღოს კარი.

მამა იყო. იკითხა, როგორ ხართო, მაგრამ უმცროსმა ვაჟმა მამის ვალი შეახსენა _ დღეს რას მოგვიტანო, ჰკითხა. მამამ ისე გაიცინა, ოთარიკომ  მისი თეთრი კბილებიც კი დაინახა და _ მამა დღეს კარგ ამბავს მოგიტანთო, უპასუხა.

პატარა ბიჭმა გაოცებისგან პირი გააფჩინა და წამით გაირინდა. რა არ მოუტანია სამსახურიდან დაბრუნებულ მამას შვილებისთვის, მაგრამ `კარგი ამბავი~ არასოდეს. გიორგიმ ოთარიკოს მდგომარეობით ისარგებლა და ძმას კარადის თავიდან დაახტა მხრებზე. ოთარიკოს ეწყინა და ეტკინა ერთდროულად, მაგრამ ტირილი ცხვირის წვერთან შეიკავა.

_ მამამ თქვა, მოვალ და რაღაცას მოგიტანთო... მაგრამ რას, არ გეტყვი! `დასაჯა~ ძმა.

_ მამა იკო? _ ენამოჩლექილმა ლიზიმ ხელში ატატებული, ლამის ოთარიკოს სიმაღლე, თეთრი დათუნია იატაკზე დასვა და ძმებთან მოირბინა. ლიზის მარიამი, თეონა, არჩილი და ანა მოყვნენ და ძმას რკალი შემოარტყეს, მაგრამ კარზე ზარი გაისმა და მორიგე ძმა მის გასაღებად მორჩილად გაატარეს. უცნობი დეიდა იყო, წითელი ფერის ხუთიანშემოხაზული ბუკლეტები მოუტანა და წავიდა... ლიზიმ ოთარიკოს თავისი ფუნთულა ხელი ჩაავლო, თავისკენ ფრთხილად მოქაჩა და თვალებში საწყალობლად ჩახედა გაგრძელება
 
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 
» იავნანამ რა ჰქმნა                                  

თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთს გრძელს მთასა, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდე და იქით, აღმოსავლეთისკენ, გადაიხედო, შენ თვალწინ ქვემოთ გადაიჭიმება ვეებერთელა ვაკე, რომელსაც ჰფარავს მთელი მწვანე ზღვა ვენახებისა და ზვრებისა. ამ ვაკის ზედ შუა წელზე დაინახავს გრძელს ლაპლაპა ზოლსა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გავლებულსა. ეს სწორე ვაკე არის კახეთის ველი, ლაპლაპა ზოლი კიმდინარე ალაზანი, რომელიც კახეთს ჰყოფს ორს, თითქმის თანასწორ ნაწილად: აქეთა ნახევარს ჰქვია გამოღმა მხარი, იქითასგაღმა მხარი. გაღმა მხარს საზღვრად უძევს აღმოსავლეთის დიდი და მაღალი მთები და ესენი ჰყოფენ კახეთს დაღესტნისაგან, რომელიც იწყება ამ მთებს იქით.

თუ გაღმა მხარისაკენ თვალს დააკვირვებ, ერთს ადგილას მთის ძირში გაარჩევ დიდს ღელეს, ღრმად შევარდნილს მთაში. ეს ღელე ახლა სახნავ-სათესი ადგილია, მაგრამ რომ ახლო მიხვიდე და კარგად გასინჯო, მიწების მიჯნაზე და განაპირას ადვილად შეამჩნევ ქვიტკირის ნაშთებსა. ეს ნაშთები უტყუარი ნიშნებია იმისა, რომ ეს ადგილი ნასოფლარია გაგრძელება

 
 
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
 
» შვლის ნუკრის ნაამბობი                                 

პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.

გზადაკარგული დავდივარ. აი დახედეთ ჩემს სისხლიან ფეხსა, - ეს წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე... გული მიწუხს... გული... საბრალო დედაჩემი! მანამ დედა მყვანდა ცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოებდა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! ძუძუს აღარა ვწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსა ვსუტავ დილით და საღამოთი, როდესაც ნამია, და რძის ნდომას იმითი ვიკლავ. უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები... ღმერ-თო, რამდენი მტერი გვყავს! გაგრძელება
 
 

          


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE