ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ბავშვებისთვის      მოდა
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
2012 წლის
გაზაფხული-ზაფხულის საბავშვო კოლექცია

საყოველთაო შეკითხვა: რა ჩავიცვა? - როცა ბავშვები გიჩნდება,  იცვლება და საფიქრალიც გემატება. მერე ფიქრობ - რა ჩავიცვათვცდილობ ლამაზად და მოდურად გვეცვას, ამიტომ წინასწარ თვალს ვადევნებ მოდურ ტენდენციებს. განსაკუთრებით მიყვარს პატარას ტანსაცმლის შერჩევა და შეძენა
მინდა გაგიზიაროთ 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის საბავშვო მოდის ტენდენციები.
გოგონებისთვის მოდურია - მაქმანებიანი, წინწკლებიანი, ზოლიანი, ყვავილებით და ხილით დაჩითული კაბები, ნაზი ბლუზები და პერანგები პასტელის ფერებით, - ალბათ ის, რაზეც ყველა პატარა გოგო იოცნებებდა.
 
 
 
 
 
 
 
მეოცნებე გოგოებზე შეყვარებული ბიჭებისთვი კი დიზაინერებმა არანაკლებ ელეგანტური მოდელები შექმნეს  - ფერადი ჯინსები, კუბოკრული პერანგები, ღია ფერის შარვლები, შორტები და მაისურები
წელს საზღვაო თემატიკა ყველაზე პოპულარული ტრენდია.  ამ თემაზე შექმნილი ტანისამოსის მთელი სერიები წარმოადგინეს ბრენდებმა: Pumpkin Patch, Mayoral, H&M, Next.

ფერები მხიარული სახელწოდებით: „შეყვარებული გომბეშოდაგულწასული ბაყაყი“, „ნეფრიტისფერი“- მწვანეს სხვადასხვა ელფერს აღნიშნავს. მწვანე ხომ გაზაფხულის, სიცოცხლის და მომავლის ფერია!

Gap и M&S გვთავაზობს სადღესასწაულო კაბებს პარიზული მოტივებით: ეიფელის კოშკის, ტრიუმფალური თაღის, ლუვრის გამოსახულებით. ასეთ კაბაში გამოწყობილი პატარა გოგონა ნებისმიერ დღესასწაულზე მომხიბლავი იქნება. ჩემი გოგოსთვის ვისურვებდი კაბას ქართული მოტივების პრინტით.

ბევრმა დიზაინერმა თავისი საბავშვო კოლექცია ამ ტრადიციული საგაზაფხულო მოტივებით და პრინტებით გააფორმა: გემრიელი მარწყვები და ალუბლები, ჭრელა-ჭრულა პეპლები და ჭიამაიები.

მოდაშია ტრენჩი - კრემისფერი, ქვიშის და ჭუჭყიანი ვარდისფერის ტონებში. ასევე, ყვავილებით დაჩითული საწვიმარი და შესაფერისი რეზინის ბოტებისამხედრო სტილის ჟაკეტები; კეტები და ბენსიმონები, მხიარული ქუდები.
 



 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE