გადავწყვიტე მამა-შვილის ურთიერთობაზე დამეწერა, უფრო სწორად ისეთ მამაზე, რომელიც შვილისთვის ვერ იცლის და ჩივის - შვილს საკმარისად არ ვუყვარვარ, არ მეფერება, შინ რომ მივდივარ სიხარულით არ მეგებება, უკვე დიდია, 4 წლისაა და არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, მოდი, მამა, გამახარე, თვითონ რატომ არ გამოხატავს მამის მიმართ სითბოს? და ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, დედა - ასე ფიქრობს ჩემი ქმარი და როგორც ამასწინათ გავარკვიე, მისი ერთი-ორი მეგობარიც. მე ამ ბრალდებების წინააღმდეგ ერთი არგუმენტი მაქვს: ბავშვს მამასთან ურთიერთობა სჭირდება! მამამ ჩვილი ხელში ხშირად უნდა აიყვანოს, უნდა დაინტერესდეს პატარას ამბებით, მისი ცხოვრებით. მამა, რომელიც ხშირად დადის მივლინებაში, ხშირად უნდა ურეკავდეს თავის პატარას, ან წერილი მისწეროს (მეილით). გაგრძელება
-----------------------------------------------------------------------------------------------------
ტყუპების მშობლებმა იციან: მიუხედავად მსგავსებისა, ორი აბსოლუტურად განსხვავებული შვილი ჰყავთ. დედა დაბადებისთანავე ამჩნევს მათ ინდივიდუალურ ხასიათს. როგორც წესი, ერთ-ერთი ჩვილი უფრო აქტიური, თავნება და ცელქია, მეორე კი მორჩილი და მშვიდი. გარეთ ყველა აღფრთოვანებით ხვდება ტყუპებს, ესიყვარულება, ეფერება და ეთამაშება. თუმცა ადვილი ნამდვილად არ არის ტყუპი ჩვილების მოვლა. ძნელია დედისთვის უძილო ღამეები, ორი ჩვილის გამოკვება, ჩაცმა, მერე გასეირნება... ჰო, ასეა. მამა ეხმარება. ისიც იღლება. მაგრამ მათთვის საკმარისია ტყუპების ერთი ღიმილი და ტკბილი მზერა, რომ ყველაფერი დაავიწყდეთ, ისინი ხომ მათი ცხოვრების მთავარი ადამიანები არიან, ყველაზე საყვარელი და ძვირფასი ტყუპები გაგრძელება
-----------------------------------------------------------------------------------------------------
თორნიკე 2,5 წლის იყო ბაღში რომ მივიყვანე. ორივემ გვარიანად ვინერვიულეთ. ის ძალიან განიცდიდა დედასთან დაშორებას, ასევე მეც. მაგრამ ამასთანავე, მაფიქრებდა ის, თუ როგორ შეეგუებოდა ახალ გარემოს, ახალ მეგობრებს, როგორ შეჭამდა, როგორ დაიძინებდა...
პირველი დღე და პირველი კვირა ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო – ბაღის კარის დანახვისთანავე გულისმომკვლელი ტირილი, რომელსაც აღმზრდელი გაგებით და უჩვეულო სიმშვიდით ხვდებოდა: ჩვეულებრივი ამბავია, პირველად ყველა პატარა ტირის, მშობლებს რომ აღარ დაინახავენ დაწყნარდებიან, არ ინერვიულოთ, ყველაფერი კარგად იქნება. გაგრძელება
-----------------------------------------------------------------------------------------------------
ამ ბოლო დროს ჩემს 4 წლის შვილს ძალიან მოსწონს სათამაშო რობოტები და ტრანსფორმერები. თამაშობს და ებრძვის რაღაც გაურკვეველ არსებებს, აფეთქებს გვირაბებს, თვითმფრინავებს. იმარჯვებს ყოველთვის მახინჯი რობოტი, რომელიც თურმე თვითონ არი. სულ ომში და ბრძოლაშია, თვლის რომ მაგარი ბიჭია, იმიტომ რომ უძლეველი რობოტების მთელი არმია ჰყავს. უწყინარი სათამაშოები კი – ცხოველები, კაცუნები და მანქანები იჩაგრებიან და „აფეთქებებს“ მსხვერპლად ეწირებიან. შევშფოთდი. მგონი ეს საშინელი და აგრესიული გარეგნობის სათამაშოები სასარგებლო არ უნდა იყოს პატარას განვითარებისთვის.
ვინ არიან თანამედროვე სათამაშო მონსტრები და რობოტები? ვინ და უშიშარი, ძლიერი და ენერგიული ტიპები. ასეთ გმირებს ბავშვი ვერ დაამარცხებს. თამაშის დროს პატარა მასთან აიგივებს თავს. ამ დროს რა ხდება მის ტვინში?! იყო კეთილი და გულმოწყალე კარგია, მაგრამ რობოტი, თუ მისი სასიკვდილო იარაღით ვიმსჯელებთ, დაუნდობელია მტრების მიმართ. ე.ი. დაუნდობელი უნდა იყო? იმარჯვებს არა სიკეთე, როგორც ზღაპრები გვასწავლის, არამედ ძალა? ბავშვს ხომ უჭირს გაავლოს ზღვარი კარგსა და ცუდს შორის. გაგრძელება
-----------------------------------------------------------------------------------------------------

გამოგვიგზავნეთ წერილი შემდეგ მისამართზე:
info@puphynuphy.ge
მშობლებისთვის
|
|
|
|