ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      კბილის ფერია
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 

»“თაგვო, ჩემი ცუდი კბილი შენ, შენი კარგი კბილი მე“...

 

ევროპელი და ამერიკელი ბავშვები, სარძევე კბილს რომ  მოიცვლიან, ძილის წინ ბალიშის ქვეშ დებენ. დილით იქ მონეტას ან პაწაწინა საჩუქარს პოულობენ. კბილი კი ქრება –„კბილის ფერიასმიაქვს.

ინტერნეტშიკბილის ფერიას  შესახებ სპეციალურ საიტს იპოვით, ფილმებსაც, სტატიებსაც ინგლისურ ვიკიპედიაში. ესპანეთში კი მის როლს თაგუნა Ratoncito Pérez ასრულებს. როგორც ჩანს თაგვს უფრო მაგარი და ბასრი კბილები აქვს. ჩვენში კი ასე იციანპირველი მოცვლილი კიჭი თაგუნას წილია. თან ამბობენ: “თაგვო, ჩემი ცუდი კბილი შენ, შენი კარგი კბილი მე“, და  კბილს სახურავზე მოისვრიან. ამას თუ გააკეთებ, ახალი კბილი კარგი და ჯანმრთელი ამოვა. აი ასე.

ჩემი მეგობრის შვილს, პატარა ლუკას, დუეინ ჯონსონის  მიერ განსახიერებული გმირი ფილმშიკბილის ფერიაისე მოსწონს, რომ ელოდება როდის გახდება 6 წლის, კბილს რომ მოიცვლის, მერე ასეთი ფერია მასაც აუცილებლად ეწვევა, კბილსაც მისცემს, ოღონდ არსად არ გაუშვებს, პატარა სახლიც კი მოუმზადა მუყაოს ყუთისგან... 

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ კბილის სანაცვლოდ ბალიშის ქვეშ ამოდებული სიურპრიზები იმ ტკივილისა და უსიამოვნო შეგრძნების გარკვეული კომპენსაციაა, რაც კბილის ამოღებას ახლავს თან. აი, როგორი მონეტა დადონ, ამას ცხადია ევროპელი და ამერიკელი მშობლები თავად წყვეტენ. მაგალითად, ინგლისელები საკმარის თანხად მიიჩნევენ 1 ფუნტ სტერლინგს. სტატისტიკის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში მხოლოდ ერთი წლის მანძილზეკბილის ფერიასსაჩუქრებზე დაახლოებით 20 მილიონი ფუნტი სტერლინგი იხარჯება. თან გარკვეული წესი აქვთ – „კბილის ფერიასკბილი შეიძლება აჩუქონ ნებისმიერ დღეს, შობის გარდა.

 

მშობლებო, არ დაგავიწყდეთკბილის ფერიასრჩევა:

თუ ბავშვის პირველი კიჭის ამოღება სახლის პირობებში მოხდება, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჰიგიენა, ჭრილობა რომ არ დაბინძურდეს. თანაც პატარამ 2 საათის განმავლობაში საკვები არ ინდა მიიღოს. შეგვიძლია გამოვავლოთ გვირილის ნაყენი. ცხადია, სჯობს პატარას კბილი სტომატოლოგმა ამოუღოს.

და კიდევ:
კარიესული დროებითი კბილის მკურნალობა აუცილებელია. ხშირად პატარებს სარძევე კბილებზე ლაქები უჩნდებათ. ზოგ შემთხვევაში ეს არის ნადები, რომელსაც სტომატოლოგი სპეციალური პასტისა და ჯაგრისის საშუალებით მოაცილებს. მაგრამ თუ ლაქების მიზეზი კარიესია, აუცილებელია მისი მკურნალობა. პროფილაკტიკის ერთადერთი გზა კი ჰიგიენა და სრულფასოვანი კვებაა.

 

ავტორი: ირენ მახარაძე

2010, სექტემბერი

 

 

 «უკან

 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE