ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ირმა მალაციძე
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
ცნობისმოყვარე

რატომ პატარავდება

ტანსაცმელი, მამიკო?

როცა ბიჭი იყავი,

მაშინ დედა სად იყო?

რამდენი წლის იყავი,

როცა იყავ პატარა?

მუსიკაზე ჩემსავით

ბებომ ძალით გატარა?

შენც გიყვარდა კედელზე

ყვავილების დახატვა?

ქაღალდს ფაფა წაუსვი,

როცა წებო დაგაკლდა?

რატომ არის მამიკო,

ბაბუ  შენი მოგვარე?

_ შენ რატომ ხარ, დათუნა,

ასე ცნობისმოყვარე?

 
რეპერი

ყურშა დადარდიანდა:

_ რას ვეღირსე, ბებერი?!

ლეკვი ძაღლად აღვზარდე,

გამოვიდა რეპერი!
 
 
 
 
 
 
ფისოს გასაჭირი

ფისუნია ფისო

ხეზე ვერ ადისო,

დარდობს დედა კატა _

ნეტავ რა მოსდისო?

ბრაზობს მამა კატა, _

ეს რა გამოდისო,

ტყუილია, აბა, –

„კვიცი გვარზე ხტისო?“

 
 
 
 
 
პრეზენტაცია

ციყვი ცაცო ურეკავს

მეგობარ ციყვს, ფაციას:

„ხვალ მაქვს ლიტფუღუროში,

წიგნის პრეზენტაცია“.
 
 
 
 
 
    გოჭების ლანჩი

ერთხელ დედა ღორმა

გააკეთა ტოლმა.

დაუძახა გოჭებს:

_ აბა, ჭყვიტინს მოვრჩეთ!

მოდით ჩემთან, ჩქარა

შეუდექით ჭამას.

გოჭებმა კი ზიზღით

აიბზუეს დინგი:

_ არ გვინდაო ტოლმა

თუნდაც ერთი ტონა,

თუნდაც ერთი გრამი

სიგრძით თუ სიგანით.

ჰოდა, დედა ღორმა,

ყველას თავის ნორმა,

სწრაფი კვების კერძის

დაუხვავა გორა.

დაუძახა შვილებს

თავის თვალისჩინებს:

_ დაიბანეთ დინგი,

მზადაა პუდინგი.

დაგირიგებთ ლანჩზე,

წაბლქეიქის ნაჭრებს.

რკო-სტეიკი, ხელად

მოგიმზადეთ, ხედავთ?

ყველას თქვენი წილი

პანტა-კოლა ცივი!

შეექეცით სენდვიჩს

მადიანი ღეჭვით.

შეგერგებათ შაქრად,

თუკი შეჭამთ კარგად.

თავად დედა ოხრავს:

_ სულ წუმპეში ხოხვა,

ტალახის თუ ნაგვის

და საღორის დაგვის,

არ მეღირსა მეტი

არაფერი მსგავსი.

და მიუჯდა სუფრას

სევდა დაეუფლა:

_ ეხ, დრო იყო ნავსი,

ეხ, დრო იყო ცუდი,

ვერ იქნა და ვერა

მეტად ვერ გავსუქდი.

ჰოდა, აღარც არჩევს

ნუგბარსა თუ ნარჩენს.

მას დასჯერდა დედა,

რაც გადარჩათ გოჭებს,

_ მის საყვარელ შვილებს,

ბუთხუზებს და ნორჩებს. 

 
 
 
 
 
მხეცუნების ბაღი

ტყეში დედა დათვმა

გახსნა ბაგა-ბაღი,

აღმზრდელია მელა,

მზარეულიტახი.

ძიძა გახლავთ ტურა,

ბოკვრებს კვებავს ფაფით,

ვინც ბოლომდე არ ჭამს,

მათ აშინებს აფთრით.

ძლიერ მოსწონთ ბაღი

პაწაწინა მხეცებს,

ბოკვრებს, შვლებს და ბელებს,

დედა აღარ ეძებს.

               

მზარეული ტახი

წვნიანს ასხამს ჩამჩით,

დაბაჯბაჯებს ბელი,

თავზე თეთრი ჩაჩით.

თამაშობენ ერთად

მგლის ლეკვი და შველი,

ციცქნა მელაკუდა

ციყვს ჭამაში შველის.

_ აღარ ვიცი, რა ვქნა, _

ჩივის მზარეული, _

ლეკვებს ხორცი უყვართ,

კურდღელს _ ბოსტნეული.

დათვის ბელებს _ თაფლი,

ციყუნიებს _ თხილი,

ბაჭიამ კი წვნიანს

არ დაადო პირი!

გულს იბრუნებს ტახი

ვალიდოლის აბით.

ახლა სადილს ხარშავს

ოცდაათი ქვაბით.
 
 

 

ციყვის მინი-მარკეტი

ფუღუროში, ხის წვერზე,

არც მეტი, არც ნაკლები,

ციყუნიამ საფირმო

გახსნა მინი-მარკეტი.

გამოფინა გირჩები,

წაბლი, თხილი, კაკლები,

რკოს იყიდით ბითუმად,

დანარჩენს - ფასდაკლებით.

ერთი ცალი წაბლი ღირს

სამი თხილი - ნაჭუჭით,

ორი პეშვი კაკალი _

თხილის გული - რვა მუჭი.

გნებავთ, ისე მიირთვით,

გინდ ამტვრიეთ ჩაქუჩით.

მეზობლები აღშფოთდნენ,

ეს რა ამბავიაო,

სად გვაქვს სარჩო იმდენი,

აქ რომ დავანიავოთ.

_ არ გინდათ და ნუ გინდათ,

სულ არ მიღირს ოხვრადა.

ზამთრის სარჩოდ მეყოფა,

არ დამრჩება ოხრადა.
 
 
 
 

ჭუკი ცაცა

ინდაურის ჭუკი ცაცა,

გზაზე მიდის აცა-ბაცა,

უცებ სოფლად ხმა გავარდა:

_ ცაცა მელამ მოიტაცა!

გაეკიდა მელას ყველა _

ტატო, ლუკა, სანდრო, გელა,

მურამ ყველას გადაუსწო

მაყვლის ბუჩქი გადათელა.

გარბის მურა, მიდევს ცაცას,

_ მელაკუდავ, შენ დამაცა!

ბოლოს, მელა დაიღალა

და მურიკომ პირი სტაცა.

ასე იხსნა ტყვეობიდან

ინდაურის ჭუკი ცაცა,

ახლა მელას ჯერი დადგა _

მილასლასებს აცა-ბაცა!
 
 
 
საბას სიზმარი

უარს ამბობს ძილზე
ცელქი ბიჭი საბა,
არ იკარებს ბალიშს,
არ იხურავს საბანს.

საბა, უნდა ინებო,
თუ არ დაიძინებო,
შენს ჯადოსნურ სიზმრებს,
ღამე სხვა ბიჭს მისცემს.

შეეშინდა საბას,
ჩაეხუტა საბანს,
ახლა სიზმრად ხედავს,
თეთრცხენიან მხედარს,

ფერად-ფერად წიგნებს,
ოცნებებს და ფიქრებს,
ჩვენც გვიამბე საბა,
რა გესიზმრა, აბა?

 
 
 

 

>>ლექსები 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE