ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ილია ჭავჭავაძე
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია
,
თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია
...
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია
,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია
?
წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები
,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები
,
არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები
.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია
,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია
?
მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა
,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა
...
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა
!
მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია
,
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია
?
15 სექტემბერი,
1872 .

 
 
      გაზაფხული
ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.
აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?

 
28 იანვარი, 1861 წ.
პეტერბურგი.
 
 
 
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთისა ტბის ძირას
ოქროს აკვანი არისო,
და მის გარშემო, წყლის ქვეშე,
უცხო წალკოტი ჰყვავისო.
მწვანეა მუდამ წალკოტი,
არასდროს, თურმე, არ სჭკნება,
ქვეყნისა დროთა ტრიალსა
იგი არ ემორჩილება.
ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს
ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
და იმის მზიან ჩრდილებში
მუდამ გაზაფხული არი.
წალკოტის შუაგულშია
ის აკვანი ასვენია,
და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა
არავის გაუბედნია.
მარტო ერთნი სირინოზნი
იმ აკვანს გარს ეხვევიან,
მარტო იგინი გრძნეულნი
დასტრფიან და დამღერიან...
ამბობენ, - თამარ დედოფალს
ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
ტბა კარვად ზედ გადუხურავს.
ამას კი აღარ ამბობენ -
აკვანში ვინ ჩააწვინა,
ან თვით ერმა თვისი ცრემლი
ზედ ტბად რისთვის დაადინა...
იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს,
ვისიც არ ითქმის სახელი,
ვისაც დღე-და-ღამ ჰნატრულობს
ჩუმის ნატვრითა ქართველი?
თუ ესე არის, ნეტა მას,
ვაჟკაცსა სახელოვანსა,
ვისიცა ხელი პირველად
დასწვდება იმა აკვანსა!
თუ ესე არის, ნეტა მას,
დედასა სახელდებულსა,
ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
თვის ძუძუს მადლით ცხებულსა!

14 ივლისი,
1883 წ
.
 
 
 
 
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE