ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      თევზის ბურთულები
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
თევზის ბურთულები
საჭირო ინგრედიენტები:
400გ თევზის ფილე, მაგ. ორაგულის ან ქორჭილას
ლიმონის წვენი
ცოცხალი ან გამხმარი კამა
2 საშუალიო ზომის მჟავე კიტრი
4 ნაჭერი პურის ტოსტი
2 კვერცხი
75 მლ რძე
1 დაფხვნილი ორცხობილა
მარილი
ოდნავ პილპილი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
შემწვარ თევზის ბურთულებს ძალიან მოუხდება მოხარშული ბროკოლი და კიტრის და პომიდვრის სალათა. 
მომზადების წესი:
1. თევზის ფილე ცოტა წყალში, ლიმონის წვენსა და კამასთან ერთად მოვშუშოთ (დაახლოებით 5-8 წუთი), მერე ოდნავ შესაგრილებლად დავტოვოთ. ამასობაში კიტრი წვრილად დავჭრათ ან გავხეხოთ და ტოსტის პური დავფშვნათ.
2.ჩავყაროთ ჯამში და კვერცხი, რძე და ორცხობილის ფხვნილიც დავუმატოთ. მომზადებულ თევზის ფილეს ფხები ამოვაცალოთ და დანარჩენ ინგრედიენტებთან ერთად ჯამში მოვათავსოთ. ოდნავ მარილი მოვაყაროთ. მერე ყველაფერი კარგად მოვზილოთ, სანამ ერთგვაროვან მასად არ გადაიქცევა.
3.მიღებული მასისგან ბურთები გავაკეთოთ (თუ დრო გვაქვს, შეგვიძლია თევზის ფორმა მივცეთ) და 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთში, ორივე მხარეს დაახლოებით 3-4 წუთი შევწვათ.
მომზადების დრო: 30 წუთი
გამოდის 8 ცალი თევზის ბურთულა
გემრიელად მიირთვით თქვენს პატარებთან ერთად!
 
 
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE