თვალუწვდენელ ოკეანეში ზღვის ვარსკვლავა ცხოვრობდა. ოკეანე სავსე იყო სხვადასხვა ჯიშის თევზებითა და ზღვის ბინადრებით. ზღვის ვარსკვლავა მათ შორის ყველაზე ლამაზი იყო. ვარსკვლავას მშვენიერება ყველას თვალს სჭრიდა:
_ შეხეთ, ნამდვილ ვარსკვლავს ჰგავს... რა ლამაზია, _ ამბობდა მედუზა.
_ მართლაც, რა მშვენიერია, _ კვერს უკრავდა რვაფეხა.
ვარსკვლავას გული სიამაყით ევსებოდა, მაგრამ ბედით მაინც უკმაყოფილო გახლდათ, ვინაიდან მხოლოდ ფსკერზე შეეძლო ცოცვა.
_ ჩემი ადგილი აქ არ არის, მე ცაში უნდა ვცხოვრობდე, ნამდვილ ვარსკვლავებთან. აბა, სად გინახავთ, ვარსკვლავი წყალში დაცურავდეს და თევზებთან მეგობრობდეს? _ გულისტკივილით ამბობდა-ხოლმე და ყველას გაურბოდა. თავის ტოლი და სწორი ვეღარავინ იპოვა თვალუწვდენელ და უკიდეგანო ოკეანეში და თავს ძალიან მარტოსულად გრძნობდა. კარგ ამინდში, როცა ოკეანე მშვიდი და კამკამა იყო, ვარსკვლავა გაგრძელება
დიდი ხნის წინათ იმერეთში, სათაფლიის გამოქვაბულში, ცხოვრობდნენ პატარა დინოზავრები _ ფიჭიკო და თაფლია. დინოზავრების ოჯახში ისინი ყველაზე უმცროსები და ყველაზე ციცქნები იყვნენ _ სულ რაღაც ტონა-ნახევარს იწონიდნენ და მხოლოდ ერთი მეტრის სიგრძის ფეხისგულები ჰქონდათ. ფიჭიკო და თაფლია ისეთი ონავარი და ცელქი დინოზავრები იყვნენ, რომ დილიდან საღამომდე დააბოტებდნენ გამოქვაბულის მიდამოებში და ხეებს ფესვებიანად გლეჯდნენ. რამდენჯერ გაუჯავრდა დედა დინოზავრი, რამდენჯერ მიტყიპა მამა დინოზავრმა, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი. ფიჭიკო და თაფლია ყურსაც არ იბერტყავდნენ. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მათ ოჯახში ყველა დინოზავრი მტაცებელი გახლდათ, ფიჭიკო და თაფლია კი, თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ ბალახს ახრამუნებდნენ. გაგრძელება
ეს ამბავი დიდი ხნის წინ ერთ მთაგორიან ქვეყანაში მოხდა. იმ უხსოვარ დროში მაღალ მთებს უღრანი ტყე ფარავდა, მინდვრებზე კი მწვანე ბალახი ბიბინებდა. ამ მთებში ცხოვრობდა მეცხვარე კაცი. იგი ყოველ დღე მწყემსავდა ცხვრის ფარას. ცხვრები ბალახობდნენ, მეცხვარე კი ყურადღებით დარაჯობდა მათ. ადამიანმა იცოდა, რომ იქვე ტყეში ცხოვრობდნენ მშიერი მგლები. მათი ბელადი, რუხი მგელი მუდმივად უთვალთვალებდა ფარას, ელოდა თავდასხმისთვის ხელსაყრელ დროს. ერთხელ მეცხვარე გაემართა წყაროზე წყლის დასალევად. იმ დროს მთებში ზამთარი ახლოვდებოდა, სიცივისგან წყალი გაყინული იყო. წყაროსთან მისული კაცი მოსრიალდა, წაიქცა და ფეხი მოიტეხა. მეცხვარე გაჭირვებით წამოდგა, მაგრამ სიარული ვერ შეძლო. ამით ისარგებლეს მგლებმა, ფარას შეესივნენ და შეშინებული ცხვრები ტყეში გარეკეს. მწყემსი მიხვდა, ფარას ვერგაგრძელება
თეთრი ბელი თავის მშობლებთან, თეთრ დათვებთან ერთად დედამიწის ყველაზე თეთრ კუნძულზე ცხოვრობდა. წელიწადის ნებისმიერ დროს ირგვლივ თოვლი იდო, ყინვა უჭერდა და ყველაფერს თეთრად გაუდიოდა ქათქათი. და საერთოდ, თეთრ ბელს სხვა ფერი არასოდეს ენახა, თუ ცისფერ ცას და ხანდახან გამოჩენილი მზის ოქროსფერ სხივს არ ჩავთვლით, რომელზეც თოვლი ისე ბრწყინავდა, რომ თვალის გასწორება დათვებსაც კი უჭირდათ. მისი წინაპრები ისე იბადებოდნენ და კვდებოდნენ, რომ არ იცოდნენ, არსებობდა თუ არა ამ ქვეყნად ისეთი ფერადი და ლამაზი სამყარო, რომელშიც, მაგალითად, ჩვენ ვცხოვრობთ.
წესით, არც ჩვენი ბელი უნდა ყოფილიყო გამონაკლისი, მაგრამ ერთი უცნაური ამბის შემდეგ წარმოდგენა შეეცვალა _ მან სიზმარი ნახა, საოცარი, ლამაზი, ფერადი სიზმარი, რომელშიც ხეები მწვანე იყო, ყვავილები წითელ_ყვითელი, ზღვა _ ლურჯი და ყველაფერი ერთად _ ისეთი ლამაზი, ისეთი ლამაზი, რომ ბელს მოსვენება დაეკარგა. გაღვიძებისთანავე მოუყვა მშობლებს თავისი სიზმრის შესახებ გაგრძელება
ერთმა მშვენიერმა ირემმა რომ მეორე, უმშვენიერეს ირემს ფოთოლი მოუკითხა
- შენც ბევრი გაქვს, მაგრამ ჩემგან გეამებაო.
მართლაც სულ სხვა სიოამოვნებითა და გემოვნებით შეექცა. მეორე დღეს იმ მეორე ირემმა პირველს მოართვა ძღვენი, ისევე დიდად გაახარა და დაანაყრა, როგორც წინა დღით პირველმა.
ამის შემდეგ ეს თითქმის ყოველდღე მეორდებოდა და ისე მოუთმენლად ელოდნენ ერთმანეთის მოსაკითხავს, თითქოს უდაბნოში ბინადრობდნენ და მოკითხულის ამარა ყოფილიყვნენ. სხვა ბალახბულახს პირს აღარც კი აკარებდნენ და იმ მცირედი ძღეინითაც კმაყოფილნი თავს ლაღად გრძნობდნენ.
იქვე, იმ ტყეში, ტურას სორო ჰქონდა, მათ მიკითხვა-მოკითხვას თვალს ადევნებდა და გაოცებულმა იკითხა:გაგრძელება