სივრცეში ორიენტირება ნიშნავს საგნების ზომის, ფორმის, ერთმანეთთან დაშორების და ურთიერთმდებარეობის, ადამიანის სხეულის მიმართ მათი განლაგების შეფასებას.
ბავშვს უნდა დავეხმაროთ სივრცული წარმოდგენების ათვისებაში, იმისთვის, რომ შემდეგ სკოლაში არ გაუჭირდეს იმ საგნების სწავლა, რომლებსაც სივრცული აზროვნება სჭირდება (გეომეტრია, ფიზიკა).
3-4 წლის პატარას უკვე შეუძლია ისწავლოს მარჯვენას და მარცხენას, წინ, უკან, ზევით, და ქვევით განსხვავება. ეს ყველაფერი კი შეგვიძლია მხიარული სავარჯიშოების დახმარებით ვასწავლოთ. მაგალითად, ვთხოვოთ ბავშვს ზევით ასწიოს მარჯვენა ხელი, მერე მარცხენა ფეხი; დახუჭოს მარჯვენა თვალი, მარჯვენა ხელით კი შეეხოს მარცხენა ყურს გაგრძელება
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
4 წლის პატარას წყნარად გაჩერება სანამ ტანსაცმელს ჩავაცმევ, ადვილი საქმე არ გეგონოთ. იმიტომ, რომ მოუსვენარი და ფაციფუცაა, სულ თამაში უნდა, შარვლის ჩაცმის დროსაც კი ერთობა, ცალ ტოტში უყრის ორთავე ფეხს და იცინის. შამფურივით ტრიალებს. მერე მუჭებს მაგრად შეკრავს, ხელებს განზე გაჭიმავს და მიდი, აბა ჩააცვი მაისური. ერთი სიტყვით, ყოველდღე ტანსაცმლის ჩაცმის პროცესი ნამდვილი თავგადასავალია ჩვენთვის... მინდა მალე ისწავლოს თვითონ ჩაცმა!
მეუბნებიან, ბავშვისთვის დამოუკიდებლად ჩაცმის სწავლება რთული სულაც არ არისო. მეგობრები მარწმუნებენ, რომ საკმარისია რამდენიმე „გაკვეთილი“. თან ეს მშვენიერი შესაძლებლობა ყოფილა მოტორიკის გასავითარებლად, ბავშვი სწავლობს ფერების შეხამებას, თბილი და საზაფხულო ტანისამოსის გარჩევას და, რაც მთავარია, დამოუკიდებლობას და კრეატიულობასაც უვითარებს.
საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ შეუძლებელია ბავშვს ერთ დღეში ასწავლო ტანსაცმლის ჩაცმა. თუმცა, იმასაც მივხვდი, რომ ერთიდაიგივე მოქმედების რამდენჯერმე განმეორებით, ძალიან მალე შეიძლება ბავშვს შარვლის ჩაცმა და თასმების შეკვრა ვასწავლოთ. გაგრძელება
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბავშვი თავისი ბუნებით მიისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ. მას სურს გაიგოს ახალი, თვითონ გააკეთოს ყველაფერი დედიკოს და ბებოს მზრუნველი ხელების დახმარების გარეშე. ეს მისწრაფება აბსოლუტურად ნორმალურია და ჩვენც სიხარულით უნდა გავუხსნათ პატარას ახალ-ახალი ჰორიზონტები. ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის მოვლა, შინაგანად თავისუფალია. მაგრამ დღეს დედების უმეტესობა იმდენად ჩართულნი არიან სამსახურში, სულ ჩქარობენ, რომ ურჩევნიათ შვილის მაგიერ შეასრულონ ყველა საქმე, რომლის კეთებაც ბავშვს უკვე უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად: ჩაცმა, თასმების შეკვრა, თმის დავარცხნა, ჭურჭლის ალაგება და ა.შ.
ალბათ, დედამ თავად უნდა შეიმუშავოს მოქმედების გარკვეული წესები, რამდენჯერმე აჩვენოს პატარას რა როგორ გააკეთოს. მაგალითის ნახვით ბავშვს დაამახსოვრდება თავისი შესასრულებელი საქმის ყველა ეტაპი. და რადგან ეს ეტაპები ხშირად მეორდება, ჩვევადაც ძალიან მალე ექცევა. ამ დროს ყველა დეტალის ჩვენება არის მნიშვნელოვანი - როგორ განალაგოს თითები როცა ფანქარს ან მაკრატელს იჭერს ხელში, სად დაალაგოს გასარეცხი ტანსაცმელი, როგორ დაივარცხნოს თმა და როგორ ჩაიცვას ტანსაცმელი. გაგრძელება
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბავშვები ზეპირად თვლას მალე სწავლობენ, მაგრამ ციფრების გრაფიკული გამოსახულების დამახსოვრება ზოგჯერ უჭირთ. პატარებს უძნელდებათ სურათზე გამოსახული ციფრის დასახელება და უფროსის თხოვნით მისი მოძებნაც. ჯოხების და ხვეულების გარკვეული კონფიგურაციები, ანუ ციფრები, აბსტრაქტულია ბავშვის აღქმისა და მეხსიერებისთვის. ხშირად პატარებს ერთმანეთში ერევათ მსგავსი ციფრები 6 და 9, 8 და 3, 1 და 4, და ა.შ. განსაკუთრების გვაწუხებს ეს საკითხი სასკოლოდ მზადების პროცესში. მსგავსი პრობლემის დროს უნდა დავეხმაროთ პატარას გაერკვეს მისთვის რთულ გრაფიკულ გამოსახულებებში, ციფრებში და მათ სახელწოდებებში.
ბავშვი ადვილად დაიმახსოვრებს ციფრს, თუ ვაჩვენებთ ამ ციფრის მსგავსებას რაიმე ნაცნობ საგანთან. მაგალითად 8 შეიძლება შევადაროთ სათვალეს. დამახსოვრების პროცესი უფრო იოლი გახდება, თუ მხედველობით ინფორმაციას პატარა ლექსებიც დაეხმარება. გავიხსენოთ გივი ჭიჭინაძის ყველასთვის საყვარელი ლექსები. ყველაზე პატარებს „ჭკვიანი ბაჭია“ ვასწავლოთ გაგრძელება
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
როგორც ამბობენ, ხელსაქმეში ბევრი რამ არის სასარგებლო. ეს ხომ შემოქმედებითი პროცესია, თვითგამოცხატვის საუკეთესო საშუალებაა. მითუმეტეს დღეს, როცა მოდა ასე თავისუფალია, საკუთარი სტილის შექმნის შანსს გვაძლევს. საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები კი ჩვენს ინდივიდუალურობას გამოხატავს.
იმასაც ამბობენ, რომ ხელსაქმე ამშვიდებს ნერვულ სისტემას, სტრესებს ამცირებს. უფრო მეტიც, განკურნებაც შეუძლია თურმე – ნორმაში მოჰყავს თითქმის მთელი ორგანიზმის მუშაობა. ჩვენი ხელისგულების ზედაპირზე არსებობს აქტიური წერტილები, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა ორგანოსთან. ხელსაქმის დროს კი ყველა მოქმედების შესრულება ხდება ხელით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენდაუნებურად ორგანიზმის მუშაობის სტიმულირებას ვახდენთ. ე.ი. ყველაზე მარტივი ქარგვაც კი გვკურნავს... იმ ოჯახში, სადაც ხელსაქმით არიან დაკავებულები, ბავშვები მშვიდი ხასიათით გამოირჩევიან გაგრძელება
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩამოვთვალოთ სათამაშო კონსტრუქტორების ღირსებები? – ავითარებს ბავშვის ხატოვან და ლოგიკურ აზროვნებას, მოტორიკას, სივრცულ წარმოსახვას და მეხსიერებასაც ავარჯიშებს. კონსტრუქტორით თამაში ბავშვს ეხმარება აითვისოს ისეთი მნიშვნელოვანი ცნებები, როგორიცაა „ფორმა“, „ზომა“, „ფერი“, წარმოდგენას უქმნის გარემომცველ სამყაროზე. აბა, სხვა რომელი სათამაშო დაიკვეხნის ღირსებების ასეთი გრძელი ჩამონათვალით? თან კიდევ კონსტრუქტორის ნებისმიერი ნაკრები უნივერსალურია, რადგან ერთნაირად ხიბლავს და იტაცებს როგორც ბიჭებს, ისე გოგონებს. ერთი სიტყვით, გასაკვირი არაა ის ამბავი, რომ კონსტრუქტორმა ნამდვილი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. დღეს სათამაშოების მაღაზიებში ისეთი რაოდენობის ასაწყობ მოდელებს გთავაზობენ, რომ თვალი აგიჭრელდება, გული აგიჩქარდება და შენდაუნებურად აღმოგხდება: “მე ამისგან გავაკეთებ!..“
მოკლედ, ხის თუ პლასტმასის, მაგარი გინდა თუ რბილი, ფიჭური, ბლოკებიანი, ქაღალდის და რა ვიცი კიდევ რამდენნაირი ასაწყობია, რა გინდა სულო და გულო გაგრძელება
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
ზუსტად 100 წლის წინ, 1910 წლის 21 აპრილს, წიგნების, ჩიბუხების, სიგარებისა და ასანთის კოლოფების გარემოცვაში გარდაიცვალა მარკ ტვენი, ადამიანი-ქვეყანა, იმდროინდელი ამერიკისა და მსოფლიოს, შესაძლოა, ყველაზე სახელოვანი მწერალი.
თავისი პირველი ბიოგრაფოსისთვის უთქვამს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე: „ამ ქვეყანას კომეტა გალეასთან ერთად მოვევლინე 1835 წელს. გაისად კომეტა ისევ გამოჩნდება (კომეტა გალეა დედამიწიდან ყოველ 76 წელიწადში ერთხელ ჩანს ხოლმე) და ძალიან დამწყდება გული, თუკი კომეტა გალეას არ გავყვები თან, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება იქნება.“ ასეც მოხდა: კომეტასთან ერთად მოსული, მასთან ერთად დაბადებული, კომეტასვე გაჰყვა გაგრძელება
------------------------------------------------------------------------------------------------
ბუნების სამყარო ალბათ ყველა ნორჩი „მკვლევარის“ ყურადღებას იპყრობს. ჩემი შვილი განსაკუთრებულ ინტერესს მწერების მიმართ ავლენს. ეზოში თამაშის დროს ხომ არაფერი გამოეპარება, დასდევს ყველაფერს რაც დაფრინავს, დახტის, მიღოღავს და ბზუის. ერთი–ორჯერ გახარებულმა უზარმაზარი ხოჭოც ჩამისვა კალთაში... შეკითხვებიც არ ელევა: „ეს პეპელა სად მიფრინავს?“ „ხოჭო რატო არ მელაპარაკება?“, „ჭიამაია ჩვენს ეზოში ცხოვრობს?“ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში მშობლებიც ჩავებით, ჰოდა, უკვე ნინისთან ერთად ვიკვლევთ პაწაწინა არსებების მრავალფეროვან სამყაროს და ვცდილობთ 4 წლის ბავშვისთვის გასაგებ ენაზე ავხსნათ ბუნების საოცარი მოვლენები. გაგრძელება ------------------------------------------------------------------------------------------------
ბავშვი წიგნთან გაცნობის პირველ ნაბიჯებს მოთმინებით აღსავსე და მოსიყვარულე მშობლებთან ერთად დგამს. და ჩვენც გვიხარია, როცა პაწაწინა ინტერესს ავლენს წიგნის მიმართ. მაგრამ ზოგი მშობელი ხშირად ჩივის, რომ ბავშვს წიგნი საერთოდ არ აინტერესებს, თავისუფალ დროს ურჩევნია ტელევიზორს უყუროს, ან საათობით იჯდეს კომპიუტერთან. მოდით, ვეცადოთ, პატარაობიდანვე შევაყვაროთ ჩვენს შვილების წიგნების საოცარი სამყარო. როგორ ვასწავლოთ პატარას წიგნის სიყვარული და საერთოდ, როდის დავიწყოთ წიგნთან გაცნობა? პირველ რიგში, იქნებ დავფიქრდეთ მშობლები, ხშირად გვხედავს ჩვენი პატარა წიგნით გაგრძელება
------------------------------------------------------------------------------------------------
თუ ბავშვი...
მშობლების, ძიძების და აღმზრდელების საკითხავი
საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია „ნდობა“ 2009
გამომცემლობა ნეკერი, 2009
წიგნის ავტორები არიან _ ფსიქოლოგები: მანანა აბზიანიძე, ნანა აღაპიშვილი, მანანა კანდელაკი, თამარ ჭარელიშვილი; ბავშვთა ფსიქიატრები: ნანა ჯიბღაშვილი და თინათინ მეზვრიშვილი. წიგნის ყდაზე პატარა ბიჭუნას მიერ დახატული სახლი აურჩევიათ, როგორც მისი სამყაროს აღქმის გამომხატველი. ეს წიგნი მართლაც ბევრ საინტერესო თემაზე დაგვაფიქრებს და ბავშვებთან ურთიერთობის არა ერთ მნიშვნელოვან საკითხში გაგვარკვევს მშობლებს და არა მხოლოდ ჩვენ, ძიძებსაც და საბავშვო ბაღის გაგრძელება
------------------------------------------------------------------------------------------------
გამოცანები, ლექსები და
ენის გასატეხები
ჩვენი შვილების ცხოვრება მრვალფეროვანი რომ გახდეს, მშობლები ვცდილობთ პატარების სწავლისა და შემეცნების პროცესი უფრო საინტერესოდ და სახალისოდ ვაქციოთ. საბედნიეროდ ქართული ენა ამის მასალას გვაძლევს. როცა ბავშვს ვასწავლით ლექსებს, გამოცანებს, ენისგასატეხებს თუ გათვლებს – ამით ხომ მის ლექსიკას ვამდიდრებთ და თანაც ჩვენი ონავარი ხალისით ითვისებს ქართული ენის გრამატიკულ თუ ხმოვან წყობას. და საერთოდ - ეს კარგი გართობაცაა. ჩემი ვაჟი ხითხითებს როცა ვუყვები: გაგრძელება
------------------------------------------------------------------------------------------------
ცაცია “საოცრებათა ქვეყანაში”
მემარცხენე ბავშვის თვალით სამყაროს დანახვა რომ შევძლოთ, ალბათ სჯობს ლუის კეროლის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” გადავიკითხოთ. იქ ხომ კარგად არის ასახული პატარა ცაციას სივრცული წარმოდგენების თავისებურებები.
როგორც ვიცი, ახლა მემარცხენე პატარებს აღარ აძალებენ გინდა თუ არა მარჯვენა ხელით აიღოს კოვზი, კბილის ჯაგრისი, ან კალამი. ძალიან მაინტერესებს რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა, იმიტომ რომ ვფიქრობ, ჩემი პატარაც ცაციაა _ ჩვილის ასაკიდან უკვე მემარცხენეს ნიშნებს ავლენდა _ სათამაშოს ყოველთვის მარცხენა ხელით იღებდა, საწოვარასაც მარცხენათი ეტანებოდა და ახლა, როცა უკვე 2 წლისაა, ბურთს მარცხენა ფეხს ურტყამს გაგრძელება
------------------------------------------------------------------------------------------------
პატარა მზარეულებისთვის ირჩევენ იოლ და რაც მთავარია, სწრაფად მოსამზადებელ რეცეპტებს. იმიტომ რომ მომზადების პროცესში ბავშვებს უფრო მეტად გემრიელი ინგრედიენტების სიმრავლე მოსწონთ, ვიდრე შედეგი. გერმანიაში სპეციალური სკოლაც გაუხსნიათ პატარა მზარეულებისთვის, სადაც იღებენ იმათაც, ვინც მაგიდას ძლივს სწვდება. ამ სკოლის დამაარსებელი, ჰამბურგელი რესტორატორი კრისტიანა კრაფტი ამბობს, რომ “ყველა ადამიანში არის მიძინებული მზარეული. ის მხოლოდ უნდა გააღვიძო და ეს რაც შეიძლება ადრე უნდა გავაკეთოთ. უფროსებისგან განსხვავებით, თითქმის ყველა ბავშვს უნდა მზარეულობა და ამას სიამოვნებით აკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ძვირფასი გრძნობა წლებთან ერთად არ განელდეს. და უნდა დავიწყოთ მარტივიდან.” ნორჩი კულინარების სკოლაში პოეტური სახელწოდების დესერტში “მარწყვის ღრუბელი” მარწყვის გარდა ამატებენ იოგურტს, თაფლს და ნამცხვარს. ბლინებსაც აცხობენ გაგრძელება
------------------------------------------------------------------------------------------------
ახალი წლის დღესასწაული ნაძვის ხის მორთვით იწყება. მოდით, ჩვენს პატარას გავაცნოთ საახალწლო ზეიმის ეს სიმბოლო და მასთან ერთად მოვემზადოთ ახალი წლის შესახვედრად!
ერთი წლის სანდროსთვის ყველაზე დიდი სიხარული ნამდვილი ნაძვის ხის გამოჩენა გახდა. აბა, წარმოიდგინეთ: ცოცხალი ნაძვის ხე მწვანე, სურნელოვანი, პაწაწინაწიწვებიანი ტოტებით – ახალი შთაბეჭდილებებისგან აღტაცებული ბავშვი მოუსვენრად შესციცინებს ოთახის ახალ ბინადარს. ემოციურად აღიქვამს ყველაფერს რაც მის ირგვლივ ხდება. უნდა რომ ხელით შეეხოს ნაძვის ტოტებს. მოსწონს სიმწვანე და სურნელიც ამ ხის. მერე კი ყველაზე საინტერესო – ნამდვილი თავგადასავალი დაიწყო – ფერად–ფერადი სათამაშოებით ნაძვის ხის მორთვა, თანაც დედიკო და მამიკოსთან ერთად გაგრძელება |