|
სიახლეები
|
ვაშლის ბორბლები
საჭირო ინგრედიენტები:
2ც ვაშლი (მოზრდილი);
1ც კვერცხი;
100 მლ. რძე;
1ჩ.კ. შაქარი;
1 ს.კ. ზეთი;
5 ს.კ. პურის ფქვილი;
ვანილი, მწიკვი მარილი;
შაქრის პუდრში შერეული
ცოტაოდენი დარიჩინი.
მომზადების წესი:
1. ვაშლი გავთალოთ,
დავჭრათ მრგვალად,
გულიც ასევე მრგვალად ამოვაჭრათ.
2. მოვამზადოთ ჩვეულებრივი
ბლინის ცომი: რძე, კვერცხი, შაქარი,
მარილი, ზეთი, ვანილი და ფქვილი.
3. ცომში ამოვავლოთ ვაშლის
"ბორბლები", მოვათავსოთ ზეთიან
ტაფაზე და შევბრაწოთ ორივე მხრიდან.
4. გამზადებულ ბორბლებს
თეფშზე მოვაყრით შაქრის პუდრს
და დარიჩინს გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით
თქვენს პატარასთან ერთად!
|
|
|