ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ენის გასატეხი
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 

ენის გასატეხი   

*** 
მწიფე ზღმარტლი დაზღმარტლული
ხიდან მოსწყდა ზამთარში,
ზღმარტლმა ზღარბის სოროს ზღუბლთან
მოადინა ზღართანი.

 
 

***  
წიფლის ძირას ამოსულა
წიფლიო და წიფლის სოკო,
მისდგომია წიფლისჩიტა,
წიფლისჩიტას სოკო მოსწონს,
სოკო რომ გამოელია,
მიუბრუნდა წიწიბოსო.
 
 
*** 
თოვლაობას თამაშობენ
თოვლია და სათოვლია,
სათოვლიას თეთრი ქუდი
უკვე გადასათოვლია.


*** 
კონა-კონა კორჩიოტას
კრეფენ სკვინჩა და ბეღურა,
მწვანე კორდი კორჩიოტით
გადაკორჩიოტებულა.

 
*** 
კრუტუნებენ კნუტები,
კრუშკრუშებენ კრუხები,
კესომ კიკნა ტიკინა
დააყენა კუთხეში.
 
 
*** 
კოჭაობას კოჭებით
თამაშობენ გოჭები,
კოჭი მოხვდათ კოჭებში,
წაკინჭილდნენ კოჭლობით.
 
 
*** 
ერთმა კუდა მაკრატელმა
კოპლებიან კაბაზედა
კანტები და ნაკეცები
ჩააგვირისტმაკრატელა.
 
 
*** 
ფია, ფია, ფიფიაო,
ფთილასავით ფინიაო,
მისდგომია ფისოს ფაფას,
თქლაფა-თქლუფით მოუთქლაფავს.
 
 
*** 
_რერო, რერო, _ მღერის რეზო,
ლელა უკრავს როიალსო,
ვერ გაიგო, ლელამ რეზოს
კონცერტზე რა როლი აქვსო.
 
© ლელა ცუცქირიძე
 

 

 
 
 
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE