2. თუჯის ტაფაზე დავასხათ თაფლი და დავამატოთ შაქარი.
ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 3-5 წუთი და თან ვურიოთ. გადავდგათ ცეცხლიდან 15 წუთით. გაგრილებული გავდგათ ისევ ცეცხლზე ვურიოთ ისევ რამოდენიმე წუთი ვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მესამედ გავაგრძელოთ დუღილი მანამ სანამ თაფლი არ შესქელდება. (შესაძლებელია სისქის შემოწმება ცივ წყალში დადუღებული თაფლის ჩაწვეთებით. წვეთი ისე უნდა დაეშვას ფსკერზე რომ წყალში არ უნდა გაიშალოს..)
3. უკვე დადუღებულ ცხელ თაფლს გადმოვდგამთ ცეცხლიდან, დავამატოთ ნიგოზი და კარგად მოვურიოთ რომ ერთიანი მასა გახდეს.
4. გადმოვიტანოთ წინასწარ დასველებულ ხის დაფაზე და სველი საბრტყელებლით გავაბრტყელოთ. დავჭრათ რომბებად თბილი. რადგან გაციებული გოზინაყი ძნელი დასაჭრელია.
რჩევა: თაფლი არ დატოვოთ ცეცხლზე უყურადღებოდ რომ უცებ არ დაიწვას. დაადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ თანდათან.
ასე ტკბილად დამიბერდით.