ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      გოგოები და ბიჭები
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 

» როგორები არიან პაწაწინა გოგობიჭები

   როცა მომავალი დედა ექოსკოპიის დახმარებით წინასწარ იგებს ბავშვის სქესს, უკვე მის დაბადებამდე იწყებს პაწაწინას ნივთების და ტანსაცმლის შეძენას ცისფერ ან ვარდისფერ ტონებში. ამ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბავშვის ტანსაცმლის ფერს, მაგრამ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ უკვე ჩვილის ასაკიდან ბიჭები და გოგოები განსხვავდებიან ერთმანეთისგანროგორც ქცევით, ასევე გარემომცველი სამყაროს აღქმით და რეაქციებითდა ბავშვის აღზრდის დროს ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ.

   სხვადასხვა სქესის ბავშვის ტვინის აგებულება მართალია ბევრ რამეში მსგავსია, მაგრამ მაინც განხვავდება ერთმანეთისგან. თანაც ამ განსხვავების აღმოჩენა შეიძლება უკვე პრენატალური პერიოდიდან. ეს საკითხი დეტალურად შეისწავლა ამერიკელმა პედაგოგმა და ოჯახის ფსიქოთერაპევტმა მაიკლ გარიენმა. აღმოჩნდა, რომ მდედრობითი სქესის ნაყოფი საშვილოსნოში ნაკლებად აქტიურია, ვიდრე მამრობითი სქესის. მომავალი გოგონების თავის ტვინის ქერქი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ბიჭების. ბიჭების და გოგონების ანტროპომეტრული მონაცემები დაბადებიდან პირველი წლის განმავლობაში რამდენადმე განსხვავდება ერთმანეთისგან.  ახალშობილი გოგონების სხეულის მასის საშუალო მაჩვენებელი  3000–დან 3700 გრამია, ხოლო ბიჭების – 3100–დან 3800 გრამამდე. მცირე განსხვავება შეიმჩნევა სიმაღლეშიც. ახალშობილი გოგონების სიგრძე 49–დან 52 სმია, ხოლო ბიჭების 50-53 სმ. პირველი წლის მანძილძე ბიჭები საშუალოდ 17 სმ იმატებენ სიმაღლეში, გოგონები კი 16 სმ. თუმცა, მეორე წლის განმავლობაში გოგონებიუსწრებენბიჭებს და წლიდან ორ წლამდე ასაკში საშუალოდ 11 სმ იზრდებიან, ბიჭები კი 10სმ.

   უფრო დიდი განსხვავება ბიჭებსა და გოგონებს შორის ვლინდება მათი დაბადების შემდეგ. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ბიჭის სრულფასოვანი განვითარებისთვის მისი სივრცე ძლიერ არ შევზღუდოთ  მან უნდა ირბინოს, იაროს, აძვრეს ტახტზე, სკამებზე, კიბეზე. გოგონები კი პირიქით,  უფრო მეტს თამაშობენ თოჯინებით და რბილი სათამაშოებით.

   თურმე ბიჭები ნაკლებად რეაგირებენ ხმაურზე. ჩვილობის პერიოდში გოგონებზე თითქმის ორჯერ ნაკლებად უყურებენ დედას. უკეთესად ხედავენ მარცხენა თვალით, განვითარებული აქვთ სივრცული მხედველობა. უკეთ აღიქვამენ ფერადოვანი სპექტრის ლურჯ კიდეს. თამაშობენ უფრო აქტიურად, უყვართ ხმაურიანი საქმიანობა. უფრო მოსწონთ მექანიკური სათამაშოები. სხვათა შორის, მგრძნობიარეები არიან მარილიანი საკვებისადმი. ნაკლებად ღიზიანდებიან. გოგონებზე გვიან იწყებენ ლაპარაკს, სიტყვების მარაგიც შედარებით ნაკლები აქვთ. ხშირად არამარტო ნაცნობების, არამედ მშობლების დაძახების იგნორირებას ახდენენ. ჭარბობს სმენითი მეხსიერება. უფრო ხშირად საკუთარ ემოციებს მოქმედებით გამოხატავენ.

გოგონები კი უფრო ემოციურები რიან, მალე წყნარდებიან მშვიდი, ტკბილი სიტყვით ან მელოდიური სიმღერით, ნანით. უკვე ოთხი თვის ასაკში შეუძლიათ იცნონ ახლობელი ადამიანის სახე ფოტოებზე, ბიჭები კი ამ ასაკში ამდენს ვერ ხვდებიან.

   გოგონებს განვითარებული აქვთ პერიფერიული მხედველობა. უკეთ აღიქვამენ ფერადოვანი სპექტრის წითელ კიდეს. უფრო დიდხანს შეუძლიათ ათვალიერონ საგნები, სათამაშოები და გაერთონ. მოსწონთ მკვეთრი ფერის რბილი სათამაშოები, თოჯინები. უყვართ ტკბილეული და ძალზე მგრძნობიარენი არიან მწარე საკვების და კანზე ფიზიკური ზემოქმედების მიმართ. ნაკლებად აინტერესებთ გარემომცველი სამყაროს შესწავლა. ვიზუალური მეხსიერება ჭარბობს, უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს და უფრო ხშირად გამოხატავენ ემოციებს სიტყვებით. აი ასეთები არიან პაწაწინა გოგობიჭები.

ავტორი: თინიკო ქუციკიძე

2010, სექტემბერი
 
 

 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE