ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ბებია და ბაბუა
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
   სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 

» ბებია და ბაბუა

ბიბაასე ეძახის ჩემი შვილი თავის ბებოს. ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, ანებივრებს და უარს არასდროს ეუბნება თამაშსა თუ სასეირნოდ წასვლაზე. მიუხედვად ამისა, მაინც განსაკუთრებული მოკრძალებული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან.

ყველა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად ხედავდეს და ურთიერთობა ქონდეს ბებია და ბაბუასთან, ასაკოვან ნათესავთან ან უბრალოდ ნაცნობთან. გაგებით ჩვენი პაწაწინა ვერაფერს გაიგებს, მაგრამ ნამდვილად იგრძნობს: ასაკოვან ადამიანში არის რაღაც, რაც არც ერთ ახალგაზრდას არ აქვსდა ეს რაღაც ძალიან კარგია.

საერთოდ, ასე მგონია, ადამიანი, რომელმაც ცხოვრება ღირსეულად განვლო განსაკუთრებულ სულიერებას ასხივებს. ზოგჯერ ეს აშკარად იგრძნობათითქმის ფიზიკურად. ასაკს თავისი ღირსება აქვსესაა ღირსება და შეგრძნება ბოლომდე კარგად შესრულებული საქმის, მთავარი საქმისსაკუთარი ადამიანური ცხოვრების.

ჩემს პატარას აშკარად ვატყობ, რომ ბებია და ბაბუასთან ურთიერთობა მაინც აკლია, იმიტომ რომ მამის მხრიდან ბებია და ბაბუა აღარ ყავს... ჩემი მშობლები კი სხვა ქალაქში ცხოვრობენ და მათი ნახვა წელიწადში 3–4 ჯერ უწევს. თუმცა ვგრძნობ, რომ პატარა განსაკუთრებულ ინტერესს ავლენს სხვა ასაკოვანი ნათესავების და ახლობლების მიმართაც. მაგალითად, ძალიან უყვარს კეთილი და თბილი კაკო ბაბუ, რომელიც ჩვენს მეზობლად ხშირად დადის სტუმრად. ერთმანეთს სალმის გარეშე გვერდს არ აუვლიან და სიცილის დროს ერთნაირად ეჭუტებათ თვალები. თან კაკო ბაბუს ყოველთვის აქვს ჯიბეში კანფეტი... მიუხედავად იმისა, რომ ლაშამ იცის, კაკო ბაბუს ის ძალიან უყვარს, არ უთამამდება და მორცხვად ართმევს ხოლმე საყვარელ ტკბილეულს.

აი, „ბიბასთანკი სულ სხვა ურთიერთობა აქვს. უფრო თამამი და მხიარულია მასთან. იმიტომ რომ ბიბა ყველაფერს უსრულებს, სასაცილო თამაშებს ასწავლის, ლექსებს უკითხავს, უმღერის... ბაბუსთან შედარებით მორიდებულია. თუმცა ორივე ერთნაირად ანებივრებს, უბრალოდბიბაუფრო მეტი დროის გატარებას ახერხებს მასთან.

ბებია და ბაბუა ბავშვს ძალიან სჭირდება. მათთან ურთიერთობა მისთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ზოგი ჩემი მეგობარი სხვა მოსაზრების არის. ამის მიზეზად კი ჩემთვის ცოტა უცნაური არგუმენტები მოჰყავთ. თუმცა ესეც გარკვეული გარემოებებისა და ოჯახური პირობებიდან გამომდინარე აქვთ ჩამოყალიბებული.

მაგალითად ასეთი: თუ პატარა ხედავს მხოლოდ ისეთ მოხუცებს, რომლებიც მუდამ მოწყენილები არიან, ლაპარაკობენ მხოლოდ საკუთარ ავადმყოფობაზე, შურის თვალით უყურებენ ახალგაზრდებს და პატივს არ სცემენ საკუთარ ასაკს, – მაშინ ბავშვმა შეიძლება ჩათვალოს, რომ სიბერე ცუდია, რომ სჯობს იყოს კარგ ხასიათზე და ჯანმრთელი, დანარჩენი კი არა არსებითია...

თუ ბებია  ან ბაბუა მუდამ წუწუნებენ, სიბერეზე საუბრობენ როგორც რაღაც წყევლაზე, მუდმივი ნოსტალგია აქვთ ახალგაზრდობის, ასეთ ადამიანებთან ბავშვის ურთიერთობის ხანგრძლივობა ალბათ მკაცრად უნდა გავაკონტროლოთ. აქ კი სენტიმენტების ადგილი არ არის. აბა, დავფიქრდეთ, როგორი გაიზრდება ჩვენი შვილი?

ყველა უფროსი, რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, თავად აგებს პასუხს საკუთარ თავზე. თუკი მოხუცი ადამიანი მხოლოდ იმით გამოირჩევა ახალგაზრდისგან, რომ მას მეტი ნაოჭი აქვს სახეზე, სარგებელი ბავშვს მისგან არაფერი ექნება. თანაც სიბერეში ხშირად ნებისყოფა სუსტდება, ძნელი ხდება საკუთარი აზრის დაცვა, ვითარდება თავისებური უნებისყოფობა, რომელიც შეიძლება ეთანხმებოდეს ძვირფასი შვილიშვილების გაღმერთებასეს კი ბავშვებისთვის  ძალიან მავნებელია. 

სუსტი ხასიათის ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევს და ყველაფერს უთმენს, ბავშვებს რყვნის. პატარებთან ურთიერთობისას ყოველთვის საჭიროა სიმტკიცე, საჭიროა უფროსის პოზიცია. „ბავშვობაში ჩავარდნილიმოხუცი კი ზოგჯერ თავად ემსგავსება უსუსურ ბავშვს. ამავე დროს, ზედმეტად მკაცრმა ბებიებმა, შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენონ ბავშვებს. როგორც წესი, დისციპლინის საწყისი ყველა ბავშვისთვის უნდა იყოს მამა. თუ მამა არ ყავს, მაშინდედა. მაგრამ არა ბებია და ბაბუა! ასეთი როლი ბებიამ შეიძლება აიღოს მაშინ, თუ ის ზრდის ბავშვს მშობლების გარეშე. სიკეთე სიმტკიცესთან ერთად, ზომიერებასწორედ ეს სჭირდება პატარას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ითვალისწინებს თუ არა ბებია ბავშვის მშობლების აღმზრდელობით მეთოდებს, რომელთაგან ერთერთი მისი შვილია? თუ ბებია ცდილობს საკუთარი აღმზრდელობითი ხაზი გაატაროს, რომელიც არა მარტო განსხვავდება მშობლების მეთოდისგან, არამედ საპირისპიროა, – მაშინ შვილიშვილების ურთიერთობა ასეთ ბებიასთან მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. შვილი ჩვენი ადამიანური უნიკალურობის მთავარი ნაწილია. ერთხელ ვცხოვრობთდა ყველას გვსურს ვიცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით, აღვზარდოთ შვილი ისე, როგორც გვსურს. ამის უფლება ყველა დედას აქვს, თუნდაც მისი წარმოდგენები აღზრდაზე რაღაცეებში მცდარი იყოს. ამიტომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ სხვამ დაარღვიოს ის, რასაც ჩვენ ვაშენებთ. თუნდაც ეს იყოს საკუთარი დედა, ჩვენი ახლობელი ადამიანი. მას უნდა ესმოდეს, რომ ის არ არის ბავშვის მთავარი აღმზრდელი. სწორედ დედა განსაზღვრავს მისი აღზრდისა და განვითარების მაგისტრალურ მიმართულებას და მას ხელი არ უნდა შეუშალონ.

საერთოდ, პატარას აღზრდაში ყველა ახლობელი უფროსი უნდა გაერთიანდეს, თუ სურთ, რომ საწადელს მიაღწიონ. თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს ვინმეს პედაგოგიურ მოსაზრებებს.  საბოლოო გადაწყვეტილება ბავშვის დედამ და მამამ უნდა მიიღონ.

ამასთანავე, ბებიას შეუძლია პატარას ძალიან ბევრი რამ მისცეს, რისი მიცემაც დედას არ შეუძლია. უბრალოდ იმიტომ, რომ დედა მუშაობს, მას უამრავი საქმე და ინტერესები აქვს და მას  ძალა არ შესწევს ბავშვს დაუთმოს იმდენი ყურადღება, დრო, ისე, როგორც ბებიამ.

ასაკოვან ადამიანებს დიდი უპირატესობა აქვთ ჩვენთან შედარებითმეტი დრო აქვთ ფიქრისთვის და ურთიერთობისთვის. სხვათა შორის უამრავი ნორჩი ტალანტი აღმოაჩინეს არა მშობლებმა, არამედ ბებიებმა და ბაბუებმა. ბებია შეიძლება დაკავდეს თავისი შვილიშვილების ხასიათის უმცირესი წახნაგების დახვეწით, რომელთაც მშობლების ხელი ვერ წვდება. შეუძლია ბევრი რამ უამბოს პატარებს, წაუკითხოს წიგნები. სულაც არაა აუცილებელი გენიალური მთხრობელი იყოს. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ სერიოზულად ელაპარაკონ, როგორც უფროსებს და რომ უფროსებისთვისაც საინტერესო იყოს მათთან ურთიერთობა.

მოხუცებს ძალიან უყვართ მოგონებები. ეს ხომ ძალიან კარგია პატარებისთვის, რადგან მათ ოცნება უყვართ. ისინი უკან იყურებიან, ბავშვებიწინ. გამოდის, რომ ისინი ცდილობენ ერთიდაიგივე დაინახონ. დიახ, პატარას და მოხუცს აქვთ რაღაც საერთო, ის, რაც მათ აახლოებთ, – განსხვავებითპროდუქტიულიასაკის ადამიანებისგან.

რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც შვილიშვილებსა და ბებიაბაბუას შორის არ არის ნამდვილი სიახლოვე, როდესაც ყველაფერი მოსაწყენი ვიზიტებითა და დაბადების დღეზე საჩუქრებით შემოიფარგლება. ბავშვს სჭირდება სრულფასოვანი ადამიანური ურთიერთობები ყველა ნათესავთან და არა მარტო დედმამასთან. არ ღირს მისი სამყაროს ხელოვნურად შევიწროვება.   ბებია საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის სხვა ადამიანი, რომელიც სულაც არაა ისეთი როგორც თქვენ, .. ეს არის ახალი ურთიერთობების გამოცდილება, რომელიც მოზარდისთვის მნიშვნელოვანია.

მოხუცები უფრო მძაფრად განიცდიან სიცოცხლის ფასს. ამიტომ ისინი უფრო მეტად აფასებენ შვილიშვილებთან გატარებულ წუთებს, რომელიც მათი გვარის გამგრძელებლები არიან... ჩვენთვის ეს  ჩვეულებრივი ამბავიაბებია და ბაბუასთვის კი ბავშვთან ურთიერთობის წუთები შეიძლება იყოს განსაკუთრებული ბედნიერება.
ავტორი: ირენ მახარაძე
2010 ივლისი
 

          


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE