ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ბანანი შოკოლადით
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
 ბანანი შოკოლადით 
 
გაყინულ ბანანებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულში, განსაკუთრებით როცა შოკოლადშია ამოვლებული (შოკოლადში ამოვლებული მარწყვებივით). ჩვენს პატარასაც ძალიან უყვარს ბანანი და შოკოლადი.
მომზადებაც ადვილია და მემგონი საუკეთესოა ზაფხულის ცხელ შუადღეს მისართმევად.
რაც მთავარია, ბავშვთან ერთად შეგვიძლია მოვამზადოთ.
 
ჯერ საჭირო ინგრედიენტები მოვიმარაგოთ:
2 ც მწიფე ბანანი, 1 ფილა შოკოლადი, 1/4 ნაღები და ფოლგის ქაღალდი.
ახლა კი საქმეს შევუდგეთ:
შოკოლადი შეგვიძლია ბლენდერში დავფქვათ,
მერე ნაღებთან ერთად გავთქვიფოთ. თითო ბანანი დავჭრათ სამ-ოთხ ნაწილად,
ნახევრად ამოვავლოთ შოკოლადიან ნაღებში და დავდოთ ფოლგის ქაღალდზე.
შემდეგ შევინახოთ საყინულეში. 1 საათის შემდეგ გამოვიღოთ და ვისიამოვნოთ.
 
 

 

 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE