ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ბავშვის განვითარებისთვის
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
» ბავშვის სრულყოფილად განვითარებისთვის
  მესამე მეოთხედი

პედიატრები ჩვილის ცხოვრების პირველ წელიწადს  რომ მეოთხედებად ყოფენ, შემთხვევითი სულაც არაა. ყოველ სამ თვეში ბავშვის ორგანიზმი განვითარების მორიგ საფეხურს გადალახავს. თუკი  პირველ ორ მეოთხედში ეს მეტნაკლებად მდორედ მიედინება, მესამეს ბოლოსკენ ხარისხობრივი ნახტომი აღინიშნება. ჩვენი პატარა სულ უფრო აქტიური ხდება - ახლა ხომ მას თვალს ვერ მოაშორებ. უკვე მეცხრე თვიდან გარკვეული სირთულეები იჩენს თავს გასეირნებისას. ბავშვს ჯერ არ შეუძლია სიარული, მაგრამ დიდხანს ეტლში წოლაც აღარ მოსწონს. და არც არის საჭირო: იმიტომ რომ გარეთ მას უკვე არა მარტო სძინავს, არამედ ფხიზლადაც ადევნებს თვალს გარშემო რა ხდება. თუმცა, როცა ზის, ცნობისმოყვარე და მოუსვენარი პატარა, შიძლება უცებ გადაიხაროს და ადვილად გადმოვარდეს. გვახსოვდეს, რომ ამ ასაკში ეს ერთერთი ხშირი ტრავმაა. მე ჩემს პატარას, რასაც ჰქვია, ჰაერში ვიჭერდი, ძალიან აქტიური იყო ამ ასაკში, განსაკუთრებით სეირნობის დროს. ფეხებს ისე იქნევდა, რომ ეტლიდან ადვილად სრიალდებოდა.  ისე, სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ ბავშვოსთვის არაა სასურველი დიდხანს ეტლში ჯდომა. ის ხომ მოხრილი ზის, ჰოდა ეს თურმე არღვევს სწორად ხერხემლის ჩამოყალიბებას და ართულებს სისხლის მიმოქცევასა და სუნთქვას. სასეირნო ეტლით მოსახერხებელია ბავშვის გაყვანა პარკში თუ სკვერში. იქ კი ამოვიყვანთ, ხელში გავასეირნებთ ან დავსვამთ, ისე რომ ეტლს დაეყრდნოს და სხვა. მესამე მეოთხედის ბოლოს ხომ ბავშვების უმეტესობას უკვე შეუძლია დგომა და ნაბიჯის გადაგმაც. ისე, ერთის მხრივ, ეს თითქოს ბუნებრივია, მაგრამ ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ფსიქომოტორულ განვითარებაში. და თუკი ჩვილი ჯერ ვერ დგება და ვერც ჯდება დამოუკიდებლად? მერვე თვეში, სხვა დამაკმაყოფილებელ მაჩვენებლებთან ერთად, ეს ჯერ კიდევ დასაშვებია - აიხსნება ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებებით ან უსიამოვნო გარემოებით, ვთქვათ, ცოტა ხნის წინ გადატანილი გაციებით. მაგრამ თუ პატარა არ დაჯდება თვითონ მეცხრე თვის ბოლოს, აღარ ღირს ლოდინი - მივმართოთ ექიმს. ამგვარი ჩამორჩენის ყველაზე ხშირი მიზეზი ნევროლოგიური დარღვევებია. და როგორც წესი, ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში ან დაბადების მომენტში ჩნდება. გამორიცხული არ არის, რომ პირველად სწორედ ახლა გამოვლინდა. ბოლო თვეებში ხომ ინტენსიურმა განვითარებამ ზედმეტი დატვირთვა შექმნა ბავშვის ნერვულ სისტემაზე და ამ სახით გამოვლინდა.

პატარამ უკვე ისწავლა ჯდომა, ადგომას კი არ ცდილობს, ურჩევნია ხოხვით გადაადგილდეს. თუ ექიმი მას რაიმე ნევროლოგიურ დარღვევას ვერ უპოვის, ე.ი. ბავშვი ფლეგმატიკების რიცხვს ეკუთვნის და უნდა გავააქტიუროთ. სათამაშოს დახმარებით ვუბიძგოთ რომ ადგეს. პატარებს ჭოჭნაშიც ძალიან მოსწონთ, ადვილად სწავლობენ სიარულს. ოღონდ მშობლები ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ჭოჭინით ბავშვი უფრო მობილური ხდება და შანსი აქვს ხელი დაავლოს იმ  საგნებს, რასაც მანამდე ვერ სწვდებოდა. მაგიდასთან რომ მისრიალდება, შეუძლია სუფრას ხელი ჩასჭიდოს და თავზე გადმოიმხოს ყველაფერი რაც ზედაა. ჰოდა, დედიკოებო და მამიკოებო, პატარა ონავარს ერთი წამითაც ნუ დავტოვებთ უყურადღებოთ.   
ავტორი: თინათინ ქურციკიძე 2009
 
  


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE