ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      მშობლებისთვის      ბავშვის აღზრდა
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
 სტატიები

   ჩემი შვილი ამ ბოლო დროს ტელეფონის მოწყობილობის კვლევით დაინტერესდა. სულ უტრიალებს აპარატს, ხან შნურს გამოაძრობს, შეარჭობს, ხან ყურმილს მოხსნის - აინტერესებს, როგორ ხდება, რომ იქედან ადამიანის ხმა ესმის. 3 წლის რომ გახდა, მშობლებმა დიდის ამბით სათამაშო ტელეფონი ვაჩუქეთ, რომელიც იმდღესვე ნაწილებად დაშალა. მერე ისევ ააწყო და გახარებულმა წარმოგვიდგინა საკუთარი დიზაინის ახალი ტელეფონი (რომელიც უკვე ტელეფონზე მეტად მანქანას წააგავდა). ამასწინათ მკითხა - ვინ გამოიგონა ტელეფონიო. ჩვენც ამ გამომგონებლის ძებნა დავიწყეთ ინტერნეტში... აი, ასე, მთელი ოჯახი პატარასთან ერთად ჩავებით საგნების კვლევასა და პატარა აღმოჩენების ძიებაში. მერწმუნეთ, ეს საინტერესო და სასარგბელოა როგორც მშობლისთვის, ისე ბავშვისთვის.

   ბავშვებ ძალია უყვართ ჩხირკედელობა, განსაკუთრებით სათამაშოების დამტვრევა- გულმოდგინედ შლიან, იკვლევენ შიგ რა ყრია, როგორ ხმას გამოსცემს როცა იატაკზე დაახეთქებს და .. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ კი გული გვწყდება, შვილისთვის საგულდაგულოდ შერჩეული საჩუქარი, რომელიც ასე ახარებს მას, რამდენიმე წუთში ნაწილებად დაშლილი გვხვდება გაგრძელება
 
 
---------------------------------------------------------------------------------------------
 

   ჩვენ შვილებს უნდათ, რომ მუდამ გვერდით ჰყავდეთ დედა და მამა –  ეთამაშონ, დაელაპარაკონ მათ. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ახალი შთაბეჭდილებები გაუზიარონ ყველაზე საყვარელ და ახლობელ ადამიანებს დედამიწის ზურგზე. სულ პატარებს განსაკუთრებით სჭირდებათ დედასთან სიახლოვე. დედას კი, რომელიც მუშაობს, ან სახლშია, მაგრამ მაინც სულ დაკავებულია, ყოველთვის საკმარისი დრო არ რჩება შვილთან ურთიერთობისთვის. არადა, დედის ერთი ხელის შეხებაც კი ამშვიდებს ბავშვს.  ახლადფეხადგმული პატარა, რომელიც  განიცდის დედიკოსთან განშორებას, ან მოზარდი,  რომელსაც სკოლაში აწყენინეს, – მათ ხომ დედასთან ერთი ჩახუტება ყველა დარდს და შფოთს დაავიწყებს. გაგრძელება

---------------------------------------------------------------------------------------------
 

   არსებობს აზრი, რომ თოფები და სხვა მილიტარული სათამაშოები ბავშვს ეხმარება უსაფრთხოდ, თამაშის სახით გადმოაფრქვიოს დაგროვილი აგრესია. იმასაც ამბობენ, რომ სწორედ ასეთი სათამაშოები იწვევს ბავშვებში აგრესიას. ეს აზრი უსაფუძვლო არ მგონია. მაგრამ თუ მშობელი წინააღმდეგია ამგავარი სათამაშოების,  არც უნდა უყიდოს შვილს. მითუმეტეს, რომ ნამდვილი მამაკაცის სახე სულაც არაა აუცილებელი მხოლოდ ომთან, ჯართან და იარაღთან ასოცირდებოდეს.

   იაპონიაში ბავშვებს არ აქვთ მილიტარული სათამაშოები. იაპონელები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც აგრესია და დანაშაული მათ ქვეყანაში ათჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპასა და ამერიკაში. გაგრძელება

  

---------------------------------------------------------------------------------------------

» სათამაშოები

   ბავშვი თამაშით შეიცნობს სამყაროს. პირველი, რაც პატარას გვერდით არის, ხელს უწყობს მის განვითარებას - სათამაშოა. ჩვენი შვილი საგნებთან აქტიური მოქმედებით, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებით ვითარდება. ოჯახის წევრების სიყვარული კი მას საიმედობისა და უსაფრთხობის განცდას აძლევს.

   სათამაშომ უნდა გნავითაროს, ასწავლოს და გაახაროს ბავშვი - თან მოცემული ასაკისთვის დიდაქტიკურად ღირებული, ესთეტიკურად მომხიბლავი და აუცილებელი ბავშვის განვითარებისთვის უნდა იყოს. როცა შვილისთვის სათამაშოს ვყიდულობთ, ბავშვის რეალურ შესაძლებლობების შესაფერისი ავარჩიოთ. ჩვილს პირველ თვეებში უვითრდება სმენითი რეაქციები. ამიტომ ამ ასაკში კარგია ხმოვანი სათამაშოები. ვაჩვენოთ პატარას ფერად–ფერადი სათამაშოები. ჩვილი აფიქსირებს მზერას, მისი მოძრაობები ქაოტურია და არაკოორდინირებული გაგრძელება

---------------------------------------------------------------------------------------------

ყველა მშობელი თავად წყვეტს რა ასაკიდან შეიძლება ბავშვმა  მულტფილმებს უყუროს. ზოგი 3 წლამდე და უფრო გვიანაც არიდებს პატარას ცისფერ ეკრანს, ზოგი კი საერთოდ გამორიცხავს ამ საგანს ბავშვის ცხოვრებიდან. რას შეიძლება უყურონ ყველაზე პატარებმა ტელევიზიასა თუ ინტერნეტ სივრცეში? არჩევის პროცესში, სხვა ფაქტორების გარდა, მონაწილეობას იღებს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე მთელი საზოგადოების სტერეოტიპები და შეხედეულებები. სულაც არ მინდა ვამტკიცო რა არის კარგი და რა ცუდი. თუმცა ვფიქრობ, საინტერესო იქნება გაგაიზიაროთ რამდენიმე დაკვირვება.

უმეტეს ოჯახში ტელევიზორი მუდმივად ჩართულია და ბავშვი დაბადებისთანავე ისრუტავს ტელევიზიის დადებითსა და უარყოფითს. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები მოზარდის მხედველობაზე ტელევიზორის ზემოქმედების შესახებ: ერთნი თვლიან, რომ ის უდაოდ უარესდება, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ სულაც არ არის ასე. უკიდურესობები შეიძლება ბევრი იყოს, მოსაზრებები კი უფრო მეტი. ვინ იცის, არსებობს სწორი პასუხი?! თუმცა ჩვენ, მშობლებს, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია საკუთარი შვილების მიმართ და შესაბამისად მაინც მოგვიწევს მართებული პასუხის მოძიება გაგრძელება
---------------------------------------------------------------------------------------------
                                                
   ჩვენი სახლი სავსეა ლაშას სათამაშოებითსატვირთო, მსუბუქი, კარებმომტვრეული მანქანები, სამი ბორბლით, სახურავახდილი თვითმფრინავები, სხვადასხვა კონსტრუქტორის ფერად-ფერადი ნაწილები, თოფები, კაცუნები, ბურთები, ბურთები, ბურთები... კიდევ დინოზავრები, პაზლები და ისევ მანქანები. აქაიქ რბილი სათამაშოებიც ყრია. ვცდილობ ბავშვს ვასწავლო საკუთარი ნივთების დალაგება: წიგნები თაროზე, სათამაშოები - ყუთში. რა არის ამაში რთული და გაუგებარი?! მაგრამ პატარა ონავარს ვერაფრით ვიმორჩილებ, რომ თავისი ხელით დაალაგოს  სათამაშოები. როგორც წესი, ხანგრძლივი ხვეწნამუდარის მერე თავად მიწევს ოთახის დალაგება. ერთ დღეს გადავწყვიტე ჯიუტად დამეცვა საკუთარი პოზიცია და ლაშას ვთხოვე სათამაშოები თვითონ დაელაგებინა. ჯერ მიპასუხა, რომ ცოტა ხანში დაალაგებდა. მერე ისევ რომ შევახსენე, ტკბილად და მშვიდადპასუხი იგივე მივიღე გაგრძელება
---------------------------------------------------------------------------------------------
 
 
  როცა ბებია და ბაბუა არ გვყავს, არც სანდო და კეთილი მეზობელი, საბავშვო ბაღში ჯერ არ დავდივართ, არც ძიძის აყვანის საშუალება გვაქვს,  იძულებული ვართ ბავშვი მარტო დავტოვოთ სახლში. ეს სიტუაცია განსაკუთრებით რთულია მშობლისთვის მაშინ, როცა შვილი ძალიან პატარაა. ჩვილს თან მარტივად წაიყვან - „კენგურუშიჩაისვამ, ან საბავშო ეტლში... 2-3 წლის ბავშვი კი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, მგზავრობას ვერ იტანს, მოკლე მანძილზე მანქანითაც რომ წაიყვანო გულისრევა ეწყება, თან ჭირვეულობს და თუ საქმიანი შეხვედრა ან ექიმთან ვიზიტი გაქვს დანიშნული დალაპარაკებასაც არ გაცლის... ამ ყველაფერს გამძლე ნერვები სჭირდება გაგრძელება 

 

----------------------------------------------------------------------------------------------
 
ჩემი შვილი მაოცებს სარეკლამო კლიპების ცოდნით და გამოცნობით. შეუძლია ზეპირად, უშეცდომოთ ჩამოარაკრაკოს „ბარამბოს“ და „უნიქარდის“ რეკლამის ტექსტები. თუმცა 3,5 წლის პატარას ლექსი რომ ვასწავლო და ვათქმევინო, ამისთვის დიდი ძალისხმევა მჭირდება. როცა ლექსს ვუკითხავ, ის სულ თვალებს აცეცებს, მანქანებს ხელში ათამაშებს და გამუდმებით სვამს კითხვებს აბსოლუტურად განსხვავებულ თემებზე. ან იმ დროს აუცილებლად მოინდომებს წყლის დალევას. გამეორებაც ეზარება. ამასწინათ  ვაჟას „არწივი“ რომ წავუკითხეთ რამდენიმეჯერ და გამეორება ვთხოვეთ, გვითხრა: „არწივი მოკვდა...“ ეს იყო და ეს. ერთ ადგილზე ორი წუთი წყნარად ჯდომა, ჩვენთვის დიდი პატივია... ამ „ბრძოლაში“ მართლა ვიქანცები... საბოლოო უიმედობაში ჩავარდნას გადამარჩინეს მეგობრებმა, რომლებსაც ანალოგიური პრობლემები ქონდათ. გაგრძელება 
----------------------------------------------------------------------------------------------
 
   ჩემს შვილს ძალიან უყვარს ხატვა. ყველაზე ხშირად ხატავს ბორბლებს, თან მარცხენა ხელით და დიდი ოსტატობით. მერე ხაზით შეართებს და ხელის ერთი მოსმით მანქანას ხატავს. რამდენიმე თვეა რაც ადამიანის სასაცილო ფიგურების ხატვა დაიწყო.
   პირველიჯგუფური პორტრეტირომ შექმნა, ოჯახის წევრებმა ბევრი ვიცინეთ. სურათზე დედა, მამა, მამიდა და თვითონ ერთმანეთის გვერდიგვერდ დახატა. სიმაღლე და გაბარიტებიც მეტნაკლებად დაიცვა. ცოტა ხანს უყურა, მერე კი ხელის სწრაფი მოძრაობით რაღაც ხვეულები დაუმატა ფიგურებს. ვერ მივხვდი რა ქნა. მან კი მშვიდად ამიხსნა, რომ დედიკოს, მამიკოს, ეკას და ლაშას ხელები ჩაკიდებული აქვთო. გამეხარდა... რადგან ფსიქოლოგები როგორც აღნიშნავენ, როდესაც პატარას ნახატზე ოჯახის  წევრები ერთ ხაზზე დგანან, ხელიხელჩაკიდებულები, მაშასადამე, ყველაფერი რიგზეა! გაგრძელება  
 
----------------------------------------------------------------------------------------------
 
 პატარას რომ კითხვის სწავლაში დავეხმაროთ, ამისათვის სამი მთავარი რამის სწავლებაა საჭირო. ესენია: სინტაქსი, სემანტიკა და ფონეტიკა. სინტაქსი არის სიტყვების, ფრაზებისა და სიტყვათშეთანხმებების ერთობლიობა, რომელიც ქმნის წინადადებებსა და პარაგრაფებს. სემანტიკა გულისხმობს სიტყვებისა და წინადადებების ერთმანეთთან მიმართებას. ფონეტიკა კი ეხება ბგერების ხმოვანებას და ნაწერ და წარმოთქმულ სიტყვებს შორის კავშირს. როცა სკოლამდელი პატარა იწყებს კითხვის სწავლას, მას უნდა დავეხმაროთ სწორედ ამ სფეროების ათვისებაში. ბავშვების უმეტესობას უკეთ ესმის სინტაქსი და სემანტიკა, ვიდრე ფონეტიკა. საუკეთესო დახმარება იქნება პატარასთვის თუ მას ყოველდღე ექნება წიგნთან და კითხვასთან  შეხება და არა მხოლოდ ძილისწინ გაგრძელება

  

 
----------------------------------------------------------------------------------------------
 

 
დღეს თითქმის ყველა ბავშვისთვის კომპიუტერი უკვე ჩვეულებრივი ნივთია. ის მას აღარ აოცებს, შეიძლება ითქვას, როგორც კვლევის ობიექტს ისე უყურებს. მშობლებს კი როგორც წესი, ბავშვის კომპიუტერით გატაცება, მასთან ხანგრძლივი დროის გატარება, ხშირ შემთხვევაში უფრო გვაღელვებს, ვიდრე გვახარებს.
მე და ჩემი მეგობრები ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე, ვცდილობთ სპეციალურ ლიტერატურას გავეცნოთ და შეძლებისდაგვარად შვილები მოვარიდოთ ხანგრძლივად კომპიუტერთან ყოფნას. მნიშვნელოვანი დასკვნა რაც გამოვიტანეთ ასეთია – პირველ რიგში სჯობს თავიდანვე განვსაზღვროთ დრო, რომელსაც ბავშვი კომპიუტერთან ატარებს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ 6 წლამდე ბავშვი კომპიუტერთან 10-15 წუთზე მეტხანს არ უნდა იმყოფებოდეს. თანაც ყოველდღე არა. 7-8 წლის ასაკში შეზღუდვა 30-40 წუთს შეადგენს. გაგრძელება
 
----------------------------------------------------------------------------------------------
 
 
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ადამიანი ადრეული ასაკიდან იღებს კოლოსალური მოცულობის ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან. წიგნის კითხვა ხომ მოღვაწეობის აქტიური ფორმაა. როცა ბავშვი მარტო რჩება წიგნთან, ის შემოქმედებით პროცეში ერთვება.
კარგ ლიტერატურაში არ არის ერთმნიშვნელოვანი სურათები (როგოც ტელევიზორში), ბავშვი თვითონ ხატავს სახეებს გონებაში. ყველა მშობელს მშვენივრად ესმის, რომ ბავშვებს კითხვა ადრეული ასაკიდან უნდა შევაყვაროთ. სანამ პატარა სკოლაში წავა, ის უნდა შეეჩვიოს წიგნს, თავის მეგობრად დაიგულოს, შეიყვაროს კითხვა. თანაც კითხვა ემოციურად აახლოვებს ბავშვს მშობელთან. ბავშვისთვის ხომ ძალიან მნიშვნელოვანია განიცადოს შინაგანი მთლიანობა მშობელთან. ასეთი ერთობა განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა გაგრძელება
 
----------------------------------------------------------------------------------------------
 
 
ერთხელ ჩრლზ დიკენსმა თქვაწითელქუდა ჩემი პირველი სიყვარულია. რომ შემეძლოს მისი ცოლად შერთვა, მართლა ბედნიერი ვიქნებოდიო. მგონი ჩემი შვილიც მისი კონკურენტი გამოდის, იმიტომ რომ წითელქუდა განსაკუთრებულად უყვარს და ისედაც, რატომღაც ზღაპრებში მდედრობითი სქესის პერსონაჟების შესახებ ყოველთვის კითხულობს: „ლამაზია?“ „მომეწონება?“  წითელქუდა კი ნამდვილად ლამაზია, მას ხომ წითელი ქუდი ახურავს. და თითქმის ყველა გოგონა, ვისაც წითელ ქუდში ნახავს, ძალიან მოსწონს.
ზღაპრებს წერდნენ და წერენ ყველა ქვეყნის მწერლები. და ეს გამოგონილი ისტორიები ბედნიერი დასასრულით, სადაც სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე, ერთნაირად ხიბლავს როგორ დიდებს, ისე პატარებს. იმიტომ რომ ზღაპრებში ჩვეულებრივ ცხოვრებაში წარმოუდგენელი თავგადასავლების მონაწილე ვხდებით, აქ მიუწვდეომელი მისაწვდომი ხდება გაგრძელება
 
----------------------------------------------------------------------------------------------
 
 
ჩემი შვილი ზოგჯერ ისე იქცევა, რომ ადვილად ახერხებს თავშეკავება დამაკარგვინოს და საკადრისი პასუხიც მიიღოს ამისთვის. ის ჯერ 3 წლისაა. ცელქი, მოუსვენარი და მხიარული ბავშვია. თუმცა დროდადრო სიცელქე წვრილმან მავნებლობაშიც გადადის. მერე კი ნორმალური ქცევის ზღვარს სცდება. შენინშვნა და ტკბილი სიტყვა როცა აღარ ჭრის, ხშირად ხმამაღალი დატუქსვაც წამომცდება ხოლმე. მემგონი, ასეთ დროს თავის შეკავება გაბრაზებული მშობლისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შვილს დავსჯი და ფიქრობ: „ნუთუ მართლა ცუდი დედა ვარ?“ მერე კი ყოველთვის განვიცდი და ნერვიულობ, რომ კონფლიქტს თავი ვერ ავარიდე. ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე და ვეკითხები ნაცნობ ფსიქოლოგებსგაგრძელება
 

----------------------------------------------------------------------------------------------
 
 
            მშობლებისთვის ბავშვის გახარება ახალახალი საჩუქრებით ნამდვილად სასიამოვნო საქმეა. ჩვენ ეს მანამ გვახალისებს და დაუფიქრებლად, კვლავდაკვლავ ვაკეთებთ ამას, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოვაჩენთ, რომ ბავშვი უკვე თვითონ მოითხოვს ახალ–ახალ სათამაშოებს, კანფეტებს, გართობას და თუ ვერ იღებს ყველაფერს მაშინვე, ჭირვეულობას და წუწუნს იწყებს. ბევრი გონიერი ადამიანი ალბათ არ დამიჯერებს, მაგრამ ისეთი მშობლებიც მხვდებიან, რომლებიც ბავშის განებივრების გადაწყვეტილებას შეგნებულად იღებენ და არა იმიტომ, რომ თავს ვერ იკავებენ შვილს მორიგი სათამაშო უყიდონ. ფსიქოლოგების აზრით,  ასეთი ადამიანები, ჩვეულებრივ, საკუთარი ბავშვობით  არიან უკმაყოფილო: მათ ან ძალზე მკაცრად ზრდიდნენ, ან ოჯახის მატერიალური საშუალება შეზღუდული იყო. ერთი სიტყვით, ამა თუ იმ მიზეზის გამო, საკუთარ ბავშვობას უბედურად მიიჩნევენ და ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში იღებენ ორ გადაწყვეტილებას: „ჩემს შვილს ყველაფრის უფლებას მივცემ“, „ჩემს შვილს ყველაფერიგაგრძელება
  
 
----------------------------------------------------------------------------------------------

»ჩავიხედოთ პატარების ჯიბეებში

 
   ჩემი შვილი სამი წლისაა და ეზოში ისე არ წავა თუ შარვლის ჯიბეში საყვარელ სათამაშოს არ დაიგულებს, რომელიც მას აუცილებლად გაახარებს ან დაამშვიდებს მოწყენილობის მომენტში. სეირნობის დროს ან სახლში ცხვირსახოცს რომ გამოიყენებს, მერე აკურატულად ჩაიდებს ჯიბეში.  სხვათა შორის, მშობლებს ასეთ დროს ხელსაყრელი შემთხვევა გვეძლევა იმისთვის, რომ ბავშვს კულტურულ–ჰიგიენურ ჩვევებზე ვესაუბროთ.
   პატარას ხშირად სჭირდება იმის შეხსენება, რომ სახლში, ეზოში და საბავშვო ბაღშიც ჯიბეში აუცილებლად უნდა ედოს ცხვირსახოცი.  ჯიბეების დახმარებით ბავშვთან ერთად შეგვიძლია მოვაწყოთ განმავითარებელი და შემეცნებითი თამაშები და გაკვეთილები. ერთი სიტყვით, ბავშვის ტანსაცმელზე ჯიბე უბრალო რამ არ გეგონოთ – ის სამოსის აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც სასარგებლო სათამაშოდაც შეგვიძლია ვაქციოთ გაგრძელება
 
-------------------------------------------------------------------------------------
 
დედიკო, რატომ აქვს ჩაიდანს ასეთი ცხვირი?“ „რატომაა ყაყაჩო წითელი?“, „რატომ აქვს ბაჭიას გრძელი ყურები?“ – ბავშვის ასეთი ცნობისმოყვარეობა თავიდან გვახალისებს მშობლებს, სიამაყის გრძნობითაც კი აღგვავსებს. ჩვენც ვცდილობთ საკადრისად ვუპასუხოთ – ვიქექებით ენციკოლოპედიებში, სპეციალისტებს ვეკითხებით, დეტალურად ვუხსნით ქვეყნად ყველაზე ჭკვიან პატარას რატომ დაფრინავს თვითმფრინავი და რატომ არ იძირება ზღვაში გემი. მაგრამ მერე, შეკითხვები არ წყდება და ჩვენი ენთუზიაზმიც ნელ–ნელა ქრება. ახალ–ახალი „რატომ? რატომ?“  შეკითხვების ნიაღვარი მოდის, რომელზეც პასუხის გაცემა შეუძლებელი ხდება გაგრძელება
 
 
----------------------------------------------------------------------------------------------
 
 
  
რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ოცნების გარეშე?
არ გვექნებოდა თითქმის არც ერთი მეცნიერული აღმოჩენა და ხელოვნების ნაწარმოები, ჩვენი შვილები ვერ მოისმენდნენ ზღაპრებს, ვერც ითამაშებდნენ, და ვერც სასკოლო პროგრამის ათვისებას მოახერხებდნენ. უბრალოდ რომ ვთქვათ - წაართვით ადამიანს ოცნება და პროგრესიც შეჩერდება. მოკლედ, ფანტაზია ადამიანის ერთერთი მნიშვნელოვანი უნარია. ბავშვის ფანტაზიის სამყარო მრავალფეროვანია და სამი წლიდან იწყებს ძლიერად განვითარებას. მანამდე კი მიდის აქტიური მომზადება, რაზეც დამოკიდებულია როგორ წავა შემდგომი განვითარება  გაგრძელება
 
 ---------------------------------------------------------------------------------------------- 
  
 
შესაძლოა უძველესი ადამიანები ჩვენზე მეტად ბედნიერები იყვნენ. თუმცა მგონი ერთ რამეში ჩვენ უფრო გაგვიმართლა: იმიტომ რომ გვაქვს მუსიკა. თანამედროვე ტექნიკა საშუალებას გვაძლევს არასოდეს დავშორდეთ მას. სხვადასხვა ჟანრის და სტილის მელოდიები თან ახლავს ჩვენს ცხოვრებას, მასთან ერთად ვიზრდებით, ვოცნებობთ, გვიყვარს, განვიცდით და ვიცვლებით. ჩვენს ცხოვრებაში ყოველ ახალ ეტაპს თავისი ჟღერადობა აქვს
– ზოგს ბავშვობაში ბიტლების ეპოქა ჰქონია, ზოგს, შოპენის, ზოგს კიდე ჯექსონის, ზოგიც მარიო ლანცას სიმღერებს ღიღინებდა. რაზეა დამოკიდებული არჩევანი?
იქნებ პიროვნების ტიპზე? თუმცა პიროვნების ტიპიც ხომ საიდანღაც ყალიბდება გაგრძელება   
 
 
 ----------------------------------------------------------------------------------------------
 
 
ჩვენში სლინგი ნაკლებად იციან. ინტერნეტიდან თუ სხვადასხვა უცხოური
ჟურნალებიდან ინფორმაცია კი გვაქვს, მაგრამ საქართველოში სლინგის ყიდვის შესაძლებლობა ნაკლებად. სლინგი არის ბავშვის სატარებელი სხვადასხვა კონსტრუქციის ქსოვილის შემოსახვევი. იგი მთელს მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს, ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი არ თაკილობენ სლინგით თავიანთი პირმშოების ტარებას. თბილისში სლინგს
მგონი ვერსად იყიდი.
არც ის მინახავს სლინგშემოხვეული დედა ბავშვს რომ ასეირნებდეს. როცა შვილი გამიჩნდა ძალიან მინდოდა სლინგი მქონოდა, მაგრამ აქ ვერსად მივაკვლიე. არადა, რასაც ვკითხულობდი, სლინგის ღირსებების შესახებ, ძალიან მხიბლავდა. გაგრძელება
 
----------------------------------------------------------------------------------------------
 
 
“- რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი  გონებაჩლუნგი?
- იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო!”
ნეტავ რას იტყოდა დღეს ჩვენი საყვარელი ბატონი სევერიან წივწივაძე თანამედროვე სათამაშოების მაღაზიაში რომ შეეხედა? ალბათ ბავშვივით ისიც გაიხარებდა, იქნებ თავგზაც აბნეოდა ახალი თაობის სათამაშოებს რომ ნახავდა, რომლებიც მარტო დიდ სიხარულს კი არ მოუტანს ჩვენს პატარებს, არამედ სარგებლობასაც.
სანამ სათამაშოს შევიძენდით, ჯერ ”ლეგოს” კატალოგი ჩაგვივარდა ხელში. მე და ჩემი 2 წლის ვაჟი მგონი ერთნაირი ემოციებით ვათვალიერებდით ”ლეგოს” ჯადოსნურ სამყაროს. ჩემს პატარას განსაკუთრებით მანქანები ხიბლავს და ყოველი გვერდის გადაფურცვლისას, როცა სახანძრო მანქანას ან პოლიციის ჯიპს ხედავდა, ან ტრაქტორის თუ მატარებლის გამოსახულებას შენიშნავდა, აღფრთოვანებისგან სხვადასხვაგვარი შორისდებულები აღმოხდებოდა... მერე ცხოველების ფერმა და ზოოპარკი ამოიჩემა, დინოზავრებიც ჩამოვთვალეთ. კატალოგის თვალიერება ძალიან გვართობდა გაგრძელება
 
----------------------------------------------------------------------------------------------
 
» საყვარელი და ნაცნობი კიკო
კიკოს სათამაშოები – ბავშვის ყოველმხრივი განვითარებისთვის
კიკოს სათამაშოებს მგონი წარდგენა არც სჭირდება. მშობლებმა ბევრი რამ ვიცით მათი ღირსებების შესახებ.
ისიც ვიცით, რომ ახალშობილის პირველი შთაბეჭდილებები – სამყაროსთან მისი პირველი კონტაქტია.
ბავშვი შეგრძნებებით აღმოაჩენს გარე სამყაროს. და სათამაშოები, როგორიცაა კიკოს მუსიკალური მობილები, აქტიური პანელები, სხვა ათასნაირი ხმოვანი სათამაშო და საკიდი, ასევე რბილი სათამაშოები და დასაგორებელი ხალიჩები – მნიშვნელოვანია ბავშვის ყურადღების სტიმულირებისთვის, რადგან უბიძგებს პატარას მოძრაობისა და მოქმედებისაკენ, ავითარებს მის სმენას, ტაქტილურ შეგრძნებებს, ფერებისა და მოძრავი ობიექტების აღქმას. გაგრძელება
 
 
 
 1 2 
 
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE