ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ახალი წიგნები
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
   სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 
 
ტყეში
წაიკითხე ცხოველების მხიარული ამბები
და ააწყვე ფაზლებით წიგნის 6 ილუსტრაცია.
 
 
 
 
 
 
 
 
 
ალისა საოცრებათა ქვეყანაში
ლუის კეროლი

ერთ მშვენიერ დღეს წიგნში თავჩარგულ პატარა ალისას წინ თეთრი კურდღელი გადაურბენს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი, რაც შენთვის შეუძლებელია და წარმოუდგენელია, ჩვეულებრივი მოვლენაა.

ამ გამოცემისთვის წიგნი სპეციალურად შემოკლდა და გამარტივდა, რათა უკეთ გაიცნო ალისას საოცრებათა სამყარო და ნაწარმოების სრული ვერსიის წაკითხვა მოგინდესინგლისელი მწერლის, ლუის კეროლის მიერ 100–ზე მეტი წლის წინ დაწერილი "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" ხომ მსოფლიო შედევრად მიიჩნევა და შესულია იმ წიგნთა რიცხვში, რომელიც ყველა განათლებულმა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს.
 
 
 
 
 
   
 
 
 
დედა ენა მაგნიტური ასოებით

 2010
ისწავლე წერაკითხვა მაგნიტური "დედა ენით"!

ფერადოვანი საბავშვო ილუსტრაციებით გაფორმებული "დედა ენა"ყველა პატარას საინტერესო სავარჯიშოებით მოხიბლავს:

მაგნიტური ასოებით ააწყობს სახალისო ანბანს;

ნახატებს შეუსაბამებს სიტყვებს;

ააწყობს სასურველ წინადადებას;

სიტყვებსა და წინადადებებს დაფის პატარა მარკერით ჩაწერს ბადეში. ნაწერი მარტივად იშლება.

 
 
 
 
 
 
 
 
 
  
 
ტოლინები
კონ იგულდენი
2010
როდისმე გინახავს ტოლინი? თუმცა, თუ ცისფერი სათვალე არ გაქვს, ტოლინს ვერაფრით დაინახავ. ტოლინები ფერიები არ გეგონოს. მართალია, ამათაც და იმათაც ფრთები აქვთ, მაგრამ ფერიები სუსტები არიან და ტოლინები მათ ხშირად იბრიყვებენ. თუმცა, არც ტოლინებს ადგათ კარგი დღე – ცისფერი სათვალით შეიარაღებული ადამიანები მათ შუშხუნებში ტენიან და აფეთქებენ... რომ არა გონიერი ტოლინი ბენგა, აქამდე ამ ონავართა სახსენებელიც არ იქნებოდა. ეს წიგნი სწორედ ბენგას სამი გმირობის ამბავს მოგვითხრობს.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
პიტერ პენი

 სამგანზომილებიანი ხმოვანი წიგნი

 2010
შესანიშნავი ილუსტრაციებითა და ლამაზი, ჟღერადი მელოდიებით გაფორმებული ეს წიგნი მთელ მსოფლიოში ცნობილი პიტერ პენისა და მისი პატარა მეგობრების ამბავს მოგვითხრობს.
თქვენი ბავშვი პიტერ პენთან ერთად შეფრინდება გასაოცარ თავგადასავალში, გაექცევა თავზარდამცემ ნიანგს, შეებრძოლება მეკობრეებს და დარწმუნდება, რომ ფერიები მართლაც არსებობენ. მას საინტერესო და ამაღელვებელი მოგზაურობა ელის ”არა-იყო-რა” ქვეყანაში.
 
 
 
 
 
 
 
 
 
ჩემი პირველი ქართული ანბანი
 

2010
ეს წიგნი ქართული ანბანის შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ასევე პირველკლასელებს.
აქ მოცემული სახალისო ნახატები და ამ ნახატების შესაბამისი სიტყვები კითხვის შესწავლის პროცესს საინტერესოს გახდის.
აჩუქეთ თქვენს პატარას ეს ილუსტრირებული ანბანი და შეაყვარეთ კითხვა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დეტექტივი კალე ბლუმკვისტი რისკზე მიდის

ასტრიდ ლინდგრენი

 2010
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" კალე ბლუმკვისტის თავგადასავლის მეორე წიგნის განახლებულ, შევსებულ გამოცემას გთავაზობთ.
14 წლის კალე ბლუმკვისტი მოწოდებით დეტექტივია, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ბანდიტებით სავსე ჩიკაგოში ცხოვრობს და არც ლონდონის ჯურღმულებში... ის მშობლებთან ერთად შვედეთის ერთი პატარა, ერთფეროვანი და მოსაწყენი ქალაქის მკვიდრია, რომელსაც სულ ორი ქუჩა და ერთი პატარა მოედანი აქვს.
შესაძ
ოა გეგონოს, აბა, ასეთ პატარა და მიყრუებულ ადგილას საინტერესო რა უნდა მოხდესო. სხვათა შორის, ამ ქალაქის მცხოვრებლებსაც ასე ეგონათ მანამ ... სანამ აქ საზარელი მკვლელობა არ მოხდა.
ჰოდა სწორედ აქ იწყება ნამდვილი თავგადასავალი. მკვლელობის საქმე დეტექტივ კალე ბლუმკვისტს აჰყავს პირად კონტროლზე, თუმცა გამოძიება გასაიდუმლოებულია და პოლიციის ძიების პარალელურად მიმდინარეობს. მიჰყევი ძიების კვალს და მიადევნე თვალი, როგორ იპოვის ნამდვილ დამნაშავეს 14 წლის დეტექტივი.
"დეტექტივი კალე ბლუმკვისტი რისკზე მიდის" ასტრიდ ლინდგრენის ბიბლიოთეკის მორიგი წიგნია. ეს სერია "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემულ ასტრიდ ლინდგრენის საბავშო წიგნებს აერთიანებს.

 
 
 
 
 
 
 
 
მხატვრობა

    

შეასწავლეთ და შეაყვარეთ ბავშვებს ხელოვნება!
 2010

წიგნი, რომელშიც დაწვრილებითაა განხილული 30-ზე მეტი მსოფლიოში ცნობილი ნახატი, სახვითი ხელოვნების პატარა მოყვარულებს მარტივად და საინტერესოდ ”უამბობს” მხატვრობისგანვითარების საფეხურების, 
მსოფლიოში სახელგანთქმული მხატვრებისა და მათი მუშაობის სტილის შესახებ. წიგნში მითითებული ინტერნეტბმულების დახმარებით კი ”ახალბედა ხელოვნებათმცოდნეებს” საშუალება ექნებათ თავად ჩაერთონ ნახატის შექმნის პროცესში, მონაწილეობა მიიღონ ვიქტორინაში და შეავსონ სახალისო კითხვარები.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
წიგნი მუსიკის ყველა მოყვარულისთვის!
 
2010
 
ამ წიგნის საშუალებით უამრავ რამეს შეიტყობთ მუსიკის რაობის, ისტორიისა და ძირითადი მიმდინარეობების შესახებ. გაიგებთ, როგორ იწერება და სრულდება მუსიკა; გაეცნობით ცნობილი მუსიკოსების ბიოგრაფიებს და ყველა სახის მუსიკალურ საკრავს. სპეციალური ჩანართის საშუალებით მოიპოვებთ ინფორმაციას ქართველი მუსიკოსებისა და ქართული საკრავების შესახებ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

          


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE