ყველაფერი შენთვის მინდა
სახლი      ახალი კომბოსტო საფანელში
ამობეჭდვარჩეულებში დამატება
 
სიახლეები
  
 
 
 
 
 

 
 

ახალი კომბოსტო საფანელში

   რამდენიმე დღის წინ მეგობართან პირველად გავსინჯე ასეთი წესით მომზადებული კომბოსტო და აღფრთოვანებული დავრჩი. ახალი კომბოსტო საფანელში მოსამზადებლად მარტივი და უგემრიელესია.

 

 
 
საჭირო ინგრედიენტები:

ახალი კომბოსტო 1კგ

საფანელი 200 გრ

მარილი, შავი წიწაკა ( ან სვანური მარილი)

ზეთი (ან კარაქი)

 

 
 
 
                                                                               
                                                                                    
 
 
 
 
მომზადების წესი:

   ახალი კომბოსტო კარგად გავრეცხოთ, შემდეგ  შუაში გავჭრათ და ისე ჩავალაგოთ  ადუღებულ წყალში, ცოტა ხანს გავაჩეროთ რომ მოიწალოს. შემდეგ ფრთხილად ამოვიღოთ საწურზე და რამდენიმე წუთი გავაჩეროთ რომ გაგრილდეს.

   თეფშზე დავყაროთ საფანელი და შევურიოთ მარილი და შავი პილპილი. ჩემი მეგობარი საფანელში სვანურ მარილს ურევს, ისიც ძალიან გემრიელი გამოდის.

   კომბოსტოს ნაჭრები ამოვავლოთ საფანელში და ზეთში შევწვათ.

შემწვარ კომბოსტოს ძალიან უხდება მაიონეზი.

გემრიელად მიირთვით!

 

 
 
 
 
 
 
 
 
ქაშოს რეცეპტებიდან

2011 აპრილი

 

 

 
 
 

 

 

>>კერძები 

 
 


 
 
       
        
ფუფი ნუფი 
  პირველად საქართველოში ქართული წარმოების საბავშვო პროდუქცია!
საინტერესო სტატიები მშობლებისთვის, გემრიელი რეცეპტები მთელი ოჯახისთვის, ახალი საბავშვო ლიტერატურა.
გიყვარდეს საქართველო!  
 
© ფუფი ნუფი 2009-2011
Puphy Nuphy
   
 
singlesnet Contatore Visite

besucherzähler

 
 
 
BOOM.GE